x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფილმები, რომელთა კოსტიუმებზე ცნობილი მოდის სახლები მუშაობდნენ
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.



image


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.


კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.




კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.



image

თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. და, რომ არა შესაბამისი, ცნობილი მოდისა და დიზაინის სახლები, ჩვენი კუმირი მსახიობები ასეთი შთამბეჭდავები ვერ იქნებოდნენ.



წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელთა კოსტიუმებზე ცნობილი მოდის სახლები მუშაობდნენ




1. მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და საყვარელი. (THE COOK, THE THIEF, HIS WIFE & HER LOVER). ფილმზე მუშაობდა ცნობილი დიზაინერი Jean Paul Gaultier.imageimage





2. ამერიკელი ჟიგოლო (AMERICAN GIGOLO). ფილმზე მუშაობდა Giorgio Armani.imageimage





3. შავი გედი (BLACK SWAN). ფილმზე მუშაობდა Rodarte.image





4. დიდებული გეთსბი. (THE GREAT GATSBY). ფილმზე მუშაობდა Prada.imageimage





5. დიდი შხეფი. (A BIGGER SPLASH). ფილმზე მუშაობდა Dior.imageimage





6. კანი, რომელშიც ვცხოვრობ. (THE SKIN I LIVE IN) ფილმზე მუშაობდა Jean Paul Gaultier.image





7. მაღალი საზოგადოება. (Café Society) ფილმზე მუშაობდა Chanel.imageimage





8. მარტოხელა მამაკაცი. (A Single Man) ფილმზე მუშაობდა Tom Ford.imageimage





9. შარშან მარიენბადში. (Last Year at Marienbad) ფილმზე მუშაობდა Chanel.imageimage






10. საბრინა. (SABRINA) ფილმზე მუშაობდა Givenchy.imageimage




0
43
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0