x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ვარსკვლავების დედმამიშვილები, რომლებიც თავიანთი ნათესავების ჩრდილში ცხოვრობენ

image

ცნობილი ადამიანების დედმამიშვილები, რომლებსაც საზოგადოება შეიძლება არც იცნობდეს.


ჯეიმი ლინ სპირსი- წარსულში ჯეიმი მსახიობი და მომღერალი იყო, მაგრამ მისი კარიერა მთლიანად უფროსმა დამ, ბრიტნიმ გადაფარა.image


ერიკ რობერტსი- ჯულია რობერტსის უფროსი ძმაა. მან ჰოლივუდში სახელი მაშინ გაითქვა, როდესაც ჯულია ჯერ კიდევ პატარა იყო. როდესაც ჯულიამ კინემატოგრაფიაში პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა, მისი უკვე ცნობილი ძმის შესახებ დაივიწყეს. ამიტომაც მამაკაცი ნარკოტიკებს მიეძალა, დის ნამუშევარ ფილმებს ნეგატიურად აფასებდა და საბოლოოდ და -ძმას შორის ურთიერთობაც დაიძაბა.image


დანი მინოუგი- მომღერალი, წამყვანი და მსახიობი. კაილი მინოუგის უმცროსი და ბავშვობიდანვე ცდილობდა დისთვის მიებაძა. ის გამოდიოდა სხვადასხვა ტალანტების შოუებზე, ჩაწერა ალბომი, მაგრამ დასავით ცნობილი ვერ გახდა. საბოლოოდ დიზაინერობას მიჰყო ხელი და ამ მხრივ წარმატებული კარიერაც აქვს.image


ჯეიმს ჰეივენი- ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა. მათ ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თბილიც კი. სწორედ ანჯელინას წყალობით მიიღო მან პირველი როლი ფილმში, მაგრამ დის ჩრდილიდან ვერ გამოვიდა და მისი სამსახიობო კარიერა მხოლოდ ეპიზოდური როლებით შემოიფარგლა. ამის შემდეგ ჯეიმსი პროდიუსერობით დაკავდა, მისმა ფილმმა სხვადასხვა ჯილდოებიც მიიღო, თუმცა კარიერა საწყის ეტაპზე მაინც დაასრულა.image


ალექს უოტსინი- და-ძმა ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. ალექსი მოდელი და მსახიობია, თუმცა ისეთივე წარმატებული არა, როგორც მისი და.image


ბრენდი საირუსი- მაილი საირუსის უფროსი დაა. ცნობისთვის, ბრენდიც იღებდა მონაწილეობას ცნობილ ჰანა მონტანაში, მას გიტარისტის როლი ერგო, თუმცა ეს რა თქმა უნდა, არავის შეუმჩნევია. ბრენდი თავისი ძალებით ცდილობდა შოუბიზნესში გზის გაკვლევას და ინდი-როკ ჯგუფიც აქვს. ასევე, მისი მოდური ბლოგი აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება.image


ლუკ ჰემსვორტი- ცნობილ ძმებს შორის ყველაზე უფროსი და ნაკლებად ცნობილია. მის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ავსტრალიაში იციან, სადაც სხვადასხვა სერიალში იღებს მონაწილეობას.image


მონიკა კრუსი- პენელოპა კრუსის უმცროსმა დამ მადრიდში სამეფო აკადემია დაამთავრა ცეკვის მიმართულებით და ასევე კლასიკური ბალეტის ინსტიტუტი. ცნობილია ისიც, რომ მონიკა იყო ორსული პენელოპას დუბლიორი ფილმში კარიბის ზღვის მეკობრეები. მართალია ამის შემდეგ მონიკას სხვა როლებიც შესთავაზეს, მაგრამ სამსახიობო კარიერა წარმატებით ვერ განუვითარდა.image

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0