საზოგადოებრივი «ვიდრე რომი იფერფლებოდა, ის უზრუნველად უკრავდა» – ვამსხვრევთ მითს ნერონის შესახებ 2021, 8 მარტი, 10:16 რომის დაცემის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია ნერონს უკავშირდება. მითის თანახმად, იმპერატორი, 64 წლის, უდიდესი ხანძრის დროს, უსაფრთხო ადგილზე იდგა და «ვიდრე რომი იფერფლებოდა, ლირაზე უზრუნველად უკრავდა». ზოგიერთი ძველი ისტორიკოსის აზრით, ნერონმა თავის ხალხს, ხანძრის მოწყობა თავადვე უბრძანა, რომ ახალი სასახლის მშენებლობისთვის ადგილი «გაეწმინდა». მართალია, ნერონი წმინდანი არ იყო... როგორც ცნობილია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან საკუთარი დედის მკვლელობაც კი შეუკვეთა, რისთვისაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ნანობდა... თუმცა, ისტორია, მის დემონიზირებას მეტისმეტად ახდენს.
ხანძარი ხუთი დღე მძვინვარებდა, უამრავი ადამიანი დაიღუპა და ქალაქის თოთხმეტი უბნიდან, მხოლოდ ოთხი გადარჩა. სამი სრულიად განადგურდა, შვიდში, – მხოლოდ შენობის ნანგრევები დარჩა. ნერონმა უსახლკაროდ დარჩენილებისთვის თავისი სასახლეები გახსნა და ყველაფერი გააკეთა, რომ გადარჩენილი ადამიანები შიმშილით არ დაღუპულიყვნენ. მოგვიანებით, მან ურბანული განვითარების ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც განსაზღვრული იყო მინიმალური დაშორება შენობებს შორის, ქუჩების მინიმალური სიგანე და სამშენებლო მასალა. ახალი შენობები ქალაქში მხოლოდ ქვის უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ყველა სახლს გასასვლელი, ქუჩის მხარეს უნდა ჰქონოდა და არა შიდა ეზოში ან ბაღში. რაც შეეხება, მითში ნახსენებ სასახლეს, რომლის გამოც, თითქოს, იმპერატორმა ქალაქი გადაწვა, – ხანძრის დასრულების შემდეგ, ნერონმა, გამანადგურებელი სტიქიის და დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის, მართლაც ჩაუყარა საფუძველი ახალ სასახლეს. მშენებლობა იმავე წელს დაიწყო და მისი კომპლექსი 40-დან – 120 ჰექტრამდე ფართობზე უნდა ყოფილიყო განლაგებული. მაგრამ, 68 წელს, იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები შეწყდა. ხოლო, მოგვიანებით, იმ ადგილზე კოლოსეუმი, ტრაიანეს აბანოები, ტიტუსის ტრიუმფალური თაღი და მაქსენტიუსის ბაზილიკა აშენდა. რხის სხვა სიახლეები:1. «ხელები დაიბანა» და მკაცრად დაისაჯა... როგორ მოეკითხა ცოდვები პილატეს 4. 5 ფაქტი საშინელებათა ისტორიიდან 5. დასახელდა ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო 10 პროდუქტი 6. მსახიობები, რომლებმაც წარმატებული კარიერა სილამაზის კონკურსებზე გამოსვლით დაიწყეს 425 4-ს მოსწონს
|