x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ არ შედგა პოლ მაკარტნისა და ფრედი მერკურის დაგეგმილი დუეტი?
image



ბევრმა მუსიკოსმა დაიწყო ერთობლივი პროექტები, რომელთაც რეალიზება არ ეწერათ! როგორ ჟღერდა პოლ მაკარტნის და ფრედი მერკურის ერთობლივი სიმღერა, ახლა მხოლოდ უნდა გამოვიცნოთ.
პოლი და ფრედი არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. როკ ლეგენდებს შორის მეგობრობა ამერიკელი როკერის ბადი ჰოლის მუსიკისადმი საერთო გატაცებით დაიწყო. პოლ მაკარტნი, როგორც ჰოლის სიმღერების უფლების მფლობელი, 1976 წლიდან დღემდე აწყობს წვეულებების ორგანიზებას მისი საყვარელი მუსიკოსის პატივსაცემად. მოწვეულთა შორის იყვნენ ხოლმე როჯერ დალტრეი, ერიკ კლაპტონი, ელტონ ჯონი... და ფრედი მერკური.


image

პოლსა და ფრედის შორის ურთიერთობა განმტკიცდა საქველმოქმედო ფესტივალის, Live Aid- ის დროს, რომელიც ბობ გელდოფმა მოაწყო 1985 წლის ივლისში სომალისა და ეთიოპიისთვის თანხების მოსაზიდად.

მაკარტნიმ აღიარა, რომ მერკურის ჰქონდა "ძლიერი, გამორჩეული ხმა".

"და მე მინდოდა ერთობლივი სიმღერა შემეტანა ჩემს კოლექციაში "ყველა საუკეთესო!" -1987 წელი", - წერდა მაკარტნი.

ეს იყო ლამაზი ბალადა "ერთხელ, დიდი ხნის წინ". ფრედიმ იდეა მოიწონა. პოლმა ჩაწერა დემო და გაუგზავნა ჩანაწერი "ქუინის" ვოკალისტს.

ფრედი გადატვირთული იყო მუშაობით. ის ასევე ამზადებდა დუეტს მონსერატ კაბალიესთან, ამიტომ სხვა პროექტებისთვის არც დრო და არც ენერგია აღარ ჰქონდა.


ასე რომ, პოლ მაკარტნიმ სიმღერა თავად ჩაწერა 1987 წელს.


თუ ამ სიმღერას მოისმენთ, შეამჩნევთ, რომ სიმღერის სიმაღლე, ფრაზა და ტონალობა გათვლილი იყო ფრედი მერკურის ვოკალზე.

სხვათა შორის, ბელადა მშვენიერია!

3
24
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
24
  
2021, 6 მარტი, 1:09
ორივე ძალიან მიყვარს!
2021, 6 მარტი, 1:06
არადა ძალიან საინტერესო დუეტი ექნრებოდათ
2021, 6 მარტი, 0:53
ძალიან დახვეწილი გემოვნება გაქვთ. არაჩვეულებრივად წერთ, ქალბატონო თუთიკო. შეიძლება უკეთ გაგიცნოთ?
0 1 3