შოუბიზნესი მომღერალი უსპენსკაია საკუთარ ქალიშვილთან გადაღებულ უცნაურ ფოტოებს ავრცელებს 2021, 1 აპრილი, 10:15 ჩვენი საზოგადოების ჰომოფობიური ნაწილი მუდამ აკრიტიკებს დასავლეთს და რუსეთის სიწმინდესა და ერთმორწმუნეობაზე აკეთებს აქცენტებს, რაც ერთობ ღიმილის მომგვრელია. 66 წლის ლიბოვ უსპენსკაიამ ინსტაგრამზე ერთობ უცნაური ფოტოები გაავრცელა, რამაც აუდიტორიის ერთობ მწვავე კომენტარები გამოიწვია: "მიხარია, რომ დედა-შვილი შერიგდა, მაგრამ ეს შერიგებაზე ცოტა მეტია"; "დედა-შვილი ტუჩებში რატომ კოცნის ერთმანეთს?" "ნარკოტიკების გამო იჩხუბეთ თუ ეჭვიანობის საფუძველზე?" "ეს რა ფოტოებია?" ლიუბოვ უსპენსკაიამ ქალიშვილთან ზავი დადო მას შემდეგ, რაც დიდიხნის განმავლობაში ერთმანეთთან უბრად უყვნენ. "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი დედა ვარ, მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვინც გაიარა მძიმე პერიოდი, მწუხარება და უბედურება. მხოლოდ მათ ესმით ჩემი ”- წერს მომრერალი. ლიუბოვ უსპენსკაიას და ტატიანა პლაკსინას გასული წლის თებერვალში დიდი ბრძოლა ჰქონდათ. მომღერლის ერთადერთმა ქალიშვილმა დატოვა ვარსკვლავი დედის სახლი და მამამისთან ლოს-ანჯელესში წავიდა. 31 წლის გოგონა არსად მუშაობს, მას მატერიალურად მშობლები სრულად უზრუნველყოფენ, თუმცა არც მამა და არც დედა ნაღდ ფულს არ აძლევენ, რადგან შიშობენ, რომ იგი მას დახარჯავს ნარკოტიკებზე, რომელთანაც ბოლო დრომდე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 416 5-ს მოსწონს |
ნახევარი წელი გავატარე შტატებში და იმდენი უსახლკარო უკრაინაში და საქართველოში არ მინახია ერთად რამდენიც მანდ ვნახე.
ასე, რომ კარგი და ცუდი ყველგანაა...