ხოხბის ხორცი უკრაინული რესტორნების დელიკატესია - ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესის შესახებ
ბრილიანტის ხოხობი
უკრაინაში ხოხბების ბიზნესი ჯერაც არაა სათანადოდ განვითარებული, თუმცა ბაზარზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რამდენადაც რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ ფრინველის ხორცი, როგორც ეგზოტიკური კერძი.

ხოხობი საკმაოდ უპრეტენზიო ფრინველია, მეგობრული ხასიათით, აქვს შესანიშნავი დეკორატიული სახე და უგემრიელესი დახვეწილი ხორცი. ხოხბის ხორცი უხსოვარი დროიდან თავის სამშობლოში, კოლხეთში ამშვენებდა დიდგვაროვანთა და სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა სუფრას დღესასწაულებზე.

ხოხბის სამშობლო ფაზისია (კოლხეთი). ამიტომაც იგი იწოდება "ფაზანად", "ფაზიანუსად". იგი თავის დროზე სწორედ კოლხეთიდან გავრცელდა ევროპის კონტინენტზე.
ხოხბის ორი ძირითადი სახეობა არსებობს, რომელიც იყოფა სულ 32 ქვესახეობად.
ყველაზე კარგად მრავლდებიან ვერცხლისფერი ხოხობი, ოქროს ხოხობი და ბრილიანტის ხოხობი.
ბრილიანტის ხოხობი ლამაზი და სითბოს მოყვარულია. ამიტომ განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს მოვლისა და შენახვის. სახლობს ჩინეთის მაღალმთიან რეგიონში.
ოქროს ხოხობი უფრო დეკორატიული ჯიშია, რამდენადაც აქვს შედარებით მცირე ზომა, იწონის 1-2 კგ.-მდე.
მოშენებისათვის ყველაზე კარგია ვერცხლისფერი ხოხობი. სწორედ მის ხორც ამზადებენ, როგორც დელიკატესს, რესტორნებში.
ოქროს ხოხობი
ხოხბის კვების რაციონი
ხოხობი უპრეტენზიო მჭამელია და მისი კვების რაციონი თითქმის არ განსხვავდება ქათმისაგან, ერთადერთი, მას აუცილებლად უნდა მივცეთ ახალი, ქორფა მწვანილი, ბალახი (წვრილად დაჭრილი ჭინჭარი, იონჯა, სამყურა). მას, ასევე, კვებავენ კომბინირებული საკვებით, ბროილერის ქათმის მსგავსად.
ვერცხლისფერი ხოხობი
როგორც წესი, 3 თვის ხოხობი 1 კგ. და 300 გრამია. 1 წლის განმავლობაში 1 მდედრი ხოხობი 100-ზე მეტ კვერცხს დებს, რომელიც ქათმის კვერცხზე სასარგებლოა. იგი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და ამიტომაც ხოხბის კვერცხი რეკომენდებულია ბავშვებისათვის. ხოხბის კვერცხზე ბაზარზე მაღალია მოთხოვნა და საკმაოდ ძვირი ღირს. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ თვით ხოხბის, არამედ მისი კვერცხის ბიზნესიც საკმაოდ წარმატებულია.
ხოხბის მეურნეობის მოშენებიდან მე-3 წელიწადს უკვე შეგიძლიათ, არა მხოლოდ ხოხბის ლაპები მოამრავლოთ, არამედ ბაზარზეც გაყიდოთ უკვე ზრდასრული ხოხბები.
მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ ხოხბის ზრდის ციკლი (გამოჩეკიდან ზრდასრულობამდე, შეჯვარებამდე) 5-6 თვეს მოიცავს.
ხოხობს ბუმბული ეზრდება დაბადებიდან 2 თვეში.
ხოხბის ლაპები
ხოხბის მოშენება შეგიძლიათ რესტორნებისათვის, ან სანადირო მეურნეობებისათვის მისაყიდად.