ქალი და მამაკაცი ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი 2021, 4 მარტი, 14:41 ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, უყვარდებათ, ურთიერთობას ააწყობენ და მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი დომინირებს მეორეზე. რატომ? რა საჭიროა? ან რა მექანიზმით ახერხებს ერთი მეორეზე უპირატესობის მოპოვებას? ჩვენ სულიერი განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ჩვენი ეგო დავძლიოთ. მისი თამაშია - ვინ ვის აჯობებს, ვინ ვის მოერევა. სწორედ ამიტომ ურთიერთობაში როლების გადანაწილება ხდება, ზოგჯერ ამ გადანაწილების პროცესი არც ისე მარტივია, საბოლოოდ ერთი მხარე აცხადებს კაპიტულაციას და ამით იქმნება ახალი წესრიგი. ორი ადამიანიდან ერთი მართავს, მეორე ემორჩილება. ეს შეიძლება სულაც არ ჩანდეს ზედაპირზე და ერთი შეხედვით, მაგრამ პარტნიორებმა ეს შინაგანად ისედაც იციან. თუ ერთი პარტნიორი ზედმეტად ეგოისტია, მეორე ნაკლებად ეგოისტი უნდა იყოს, რომ ურთიერთობა შედგეს. ეს რეალობა სახარბიელო სულაც არაა, მაგრამ ეს ვართ, რაც ვართ. ახლა ვნახოთ თუ რა მექანიზმებით მოიპოვებს ერთი მეორეზე უპირატესობას. წესი 1
დომინანტია ის პარტნიორი, რომელსაც გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვს მისთვის ურთიერთობის დასრულება მარტივია, რადგან საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა გამძაფრებული აქვს და გულის სიღრმეში თავი პარტნიორზე უკეთესი ჰგონია (შეიძლება სულაც არ იყოს უკეთესი, უბრალოდ მას ასე სჯერა) ურთიერთობის მართვის სადავეებიც სწორედ მის ხელშია. ასეთი ადამიანი საკუთარ ინტერესებს პირველ რიგში აყენებს, მისთვის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი სწორედ ამ ინტერესების გატარებაა. ამდენად ის პარტნიორი დომინირებს, რომელიც უფრო ეგოისტია. გავლენის ქვეშ მყოფი პარტნიორი მზადაა საკუთარ ინტერესები უკანა პლანზე გადაიტანოს, ოღონდ ურთიერთობაში პრობლემები აირიდოს. მას საკუთარი მნიშვნელობის განცდა სუსტი აქვს. აქ ირთვება ქვევცნობიერით მანიპულირებს მიქანიზმი - თუ ჩემს პარტნიორს ასე ხელაღებით შეუძლია ჩემგან წასვლა, გამოდის რომ მას ჩემზე უკეთესის პოვნა შეუძლია. ეს პატარა შანტაჟს გავს - მე შემიძლია პირველი წავიდე შენგან. როგორც წესი, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ არავერბალურ დონეზე იგრძნობა. არიან ადამიანები რომლებსაც ბავშვობის ტრამვების ან ცუდი გამოცდილების გამო პანიკურად ეშინიათ მარტოობის, აქვთ დაწეული თვითშეფასება, იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით, ისინი დამოკიდებული ხდებიან ურთიერთობაზე და ადამიანებზე, ამიტომ პარტნიორი მათზე მარტივად ახერხებს დომინირებას. ამ ადამიანებით მანიპულირება ხომ ძალიან მარტივია.
წესი 2 ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია როგორც წესი, ქალები გაცილებით ემოციურები არიან, მამაკაცები კი თავშეკავებულები. ის, ვინც ქვითინებს, ეჭვიანობს, მოთქვამს ვერ მართავს სიტუაციას. წესი 3 მართავს ის, ვინც თვითკმარია თვითკმარი ადამიანები სულაც არ არიან მთელი არსებით დამოკიდებული ურთიერთობაზე. მათთვის პარტნიორული ურთიერთობა ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტია, ამის გარდა აქვთ უამრავი ინტერესი და წყარო, საიდანაც საჭირო ემოციებით იკვებებიან. როცა ურთიერთობა სრულდება, თვითკმარი პერსონები სულაც არ რჩებიან ცარიელი ხელებით, მათ ხომ ამდენი თავშესაქცევი აქვთ გარშემო, რაც მათ დანაკარგის გადატანაში ეხმარება. ისინი, როგორც წესი, ხასიათდებიან თავისუფალი ბუნებით გასხვავებით იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მთელი არსებით შეპყრობილნი და დამოკიდებულნი არაინ კავშირებზე, მტკივნეულად განიცდიან ყველა დეტალს. მათთვის ურთიერთობა საჭირო შეგრძნებების მიღების ერთადერთი წყაროა, ამიტომ ნარკომანებივით დამოკიდებული ხდებიან პარტნიორზე. ამის გარეშე მათი ცხოვრება მთელ ინტერესს კარგავს და ხდება უფერული. წესი 4
დომინირებს ის, ვინც ნაკლებს გაიღებს რაც მეტ ძალისხმევას დებს ადამიანი ურთიერთობაში, მით ნაკლებად მართავს ის. რადგან ყველაფრის გაღება ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს კავშირი გაცილებით მნიშვლენოვანი ხდება პიროვნებისათვის - მან ხომ ამდენი გასცა, თითქმის ყველაფერი ჩადო მასში. ბუნებრივია უფრო მეტად აფასებს ამ ურთიერთობას ვიდრე ის, ვისაც ეს ყველაფერი თითქმის საჩუქრად ეძლევა. ადამიანი თუ მსხვერპლად საკუთარ მიზნებს სწირავს სასიყვარულო კავშირებს, ამ საქციელით საკუთარი მნიშვნელობის და ფუნქციის განცდას ჰკარგავს, რაც საბოლოოდ განაიარაღებს მას და აბსოლუტურად დამოკიდებულს ხდის ამ ურთიერთობაზე. შეიძლება საყვარელი ადამიანისათვის გაიღო არა მხოლოდ ემოცია, მზრუნველიბა და ფული, არამედ საკუთარი აზრების დიდი წილი. როცა მასზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, ის უკვე თქვენს გონებას მთლიანად მოიცავს და სხვა არაფრისთვის არ რჩება ადგილი. ეს აქცევს თქვენს პარტნიორს უპირობო დომინანტად. რაც უფრო მეტ ემოციას უძღვნით მას, მით უფრო საბედისწერო მნიშვნელობას იძენს იგი თქვენს ცხოვრებაში. წესი 5
ადამიანი, რომელიც დომინირებს, მუდმივად არის შემფასებლის როლში როცა აფასებენ, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს შემფასებლის უპირატესობას შესაფასებელ ობიექტზე. ხოლო ის, ვისაც აფასებენ ცდილობს უბრალოდ შეესაბამებოდეს შემფასებლის კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში ქება და კრიტიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რადგან ფსიქოლოგიური უპირატესობა ეკუთვნის პერსონას, რომელიც ამის უფლებას აძლევს თავს. კარგი მანიპულატორი ის კი არ არის, ვინც ხშირად აკრიტიკებს, არამედ ის, ვინც ამ ქებასა და კრიტიკას უნაცვლებს ერთმანეთს. ესაა სპეკულირება პარტნიორის ემოციის ამლიტუდაზე. წესი 6
ადამიანს, რომელსაც უკეთესი საზოგადოებრივი პოზიცია აქვს, რომელიც უფროსია და რომელსაც აქვს ფული, როგორც წესი, დომინირებს ბავშვობიდანვე ყველა ჩვენგანი შეჩვეულია სტერეოტიპულ აზრს, რომ უფროსები, ფულიანები, კარგი გარეგნობის ადამიანები, ცნობილები და ა.შ. გაცილებით მნიშვნელოვანი პერსონები არიან. ამიტომ ეს თითქმის უპირობო კაპიტულაციაა საწყის ეტაპზევე. მეორეც, ამ ტიპის ადამიანების თვითშეფასება ძალიან მაღალია და რთულია მათ ამაში გადააჭარბო. დომინირება პარტნიორზე ორი ფორმით ხდება: 1) დომინანტი საკუთარი თვითშეფასებით აჭარბებს პარტნიორის თვითშეფასებას. 2) დომინანტი, იმიტომ, რომ თავადაც არ გააჩნია მაღალი თვითშეფასება, ცდილობს დაუწიოს თვითშეფასება პარტნიორს. პირველი ხერხი გაცილებით ეთიკურია, რადგან მას შეუძლია პარტნიორის თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედება - ის ხომ განსაკუთრებული პიროვნების გვერდითაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დომინანტი მართლაც ღირებული უნდა იყოს როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე პიროვნულ დონეზე და მას აღარ დასჭირდება სხვის თვითშეფასებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა. მეორეს შემთხვევაში დომინანტი ეძებს პარტნიორის სუსტ ადგილებს და ამით მანიპულირებს, თუ სუსტი ინდივიდი შეხვდა, ბუნებრივია მარტივად ზემოქმედებს მასზე. საკუთარი თვითშეფასების ამაღლება არც ისე მარტივია და ბევრი შრომა სჭირდება, გაცილებით მარტივია სხვისი თვითშეფასებაზე იმოქმედო ნეგატიურად. ამიტომ მას გაცილებით მეტი ადამიანი მიმართავს. ტატიანა გოლოვინა ასევე დაგაინტერესებთ:15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდებამე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდებასაპიოსექსუალები - ანუ რატომ არის ჭკვიანი ლამაზზე მეტად სექსუალური7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს სექსი ყოველდღე8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოსშესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები3492 შეფასება არ არის
|