x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
საბჭოთა კავშირის ფანი არა ვარ, მაგრამ იმ დამპალ ქვეყანაში ჰესების მშენებლობა კი იცოდნენ-თორნიკე შარაშენიძე

image

ისევ ჰესებზე.
კარგად მახსოვს როგორ დაიბლოკა ხუდონჰესის მშენებლობა. ყველაფერი მზად იყო - პროექტი, ფული (ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ მოსკოვიდან). მაგრამ ატეხეს ერთი ვაი-უშველებელი მწვანეებმა (ჟვანია) და ეროვნულმა მოძრაობამ.
და, მოდი ვთქვათ სიმართლე. ვაი-უშველებელი იმდენად ეკოლოგიის გამო კი არ ატყდა, რამდენადაც იმის გამო რომ ხუდონჰესი "არაქართველ" სპეციალისტებს უნდა აეშენებინათ (ალბათ ძირითადად რუსებს) და მავანს ეშინოდა ისინი საქართველოში არ დასახლდნენო.
რომ არა ეს ფობიები ხუდონჰესი აშენდებოდა და 90-იანებსაც შედარებით ადამიანურად გავივლიდით. ვინ იცის ვის როგორ შეგვერყა ჯანმრთელობა იმ პერიოდში. ეჭვი მაქვს მაშინ ნანახმა ეკოლოგიურმა ზარალმაც (გაჩეხილი ხეები, ნავთის მჭვარტლი და გამონაბოლქვი) გვარიანად გადააჭარბა იმ ზარალს რასაც ხუდონს მიაწერდნენ.
იმედია ახლა დატბორვაზე არაფერს მეტყვით. სად ნახეთ ბოლოს დატბორილი ჰესი? ენგური აქამდე მუშაობს და ახლა მხოლოდ რემონტი დასჭირდა. საბჭოთა კავშირის ფანი, ღმერთმანი, არა ვარ, მაგრამ იმ დამპალ ქვეყანაში ჰესების მშენებლობა კი იცოდნენ.
საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს არავინ დაზარალებულა ისე როგორც საქართველო. საბჭოთა კავშირის დაშლა უპრეცედენტო იყო ისტორიაში - ასეთი იმპერია და ზესახელმწიფო თავისით გაქრა, თითქმის მშვიდობიანად. თითქმის, რადგან ვიღაცეებმა "ვივაჟკაცეთ' და მის ნანგრევებს შევუშვირეთ თავი. ხუდონის დაბლოკვა ამ "ვაჟკაცობის" ნაწილი იყო.
ჰო, "არაქართველების" მიმართ მაშინდელი შიში თუ ჩემი მოგონილი გგონიათ. ნახეთ ზვიად გამსახურდიას ეს გამოსვლა (ზვიადის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად მას ამ შემთხვევაში ნამდვილად არაფერს ვერჩი, უბრალოდ ეს გამოსვლა იმ ტენდენციის გამოხატულებაა დღემდე რომ მოგვდევს).-წერს პროფესორი და ეკონომიკური მიმომხილველი თორნიკე შარაშიძე და თან ბმულს ურთავს იუთუბიდან მინაწერით "ნახეთ საიდან მოვდივართ" სადაც ზვიად გამსახურდიას 1989 წლის გამოსვლაა ასახული სახალხო ფრონტის ყრილობაზე.
image
შეგახსენებთ, ხუდონჰეისს მშნებელობა ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაიგეგმა, საბჭოთა პერიოდში აქ აქტიური მშენებლობა წამოიწყო და რამდენიმე სადერივაციო გვირაბი და მშენებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა გააკეთა. სახელმწიფო მაშინ მოსახლეობას არნახულ სოციალურ, სახალხო-სამეურნეო და კულტურული განვითარების შესაძლებლობებს ჰპირდებოდა. არაკეთილმოწყობილი დასახლების ნაცვლად კი კომფორტულ კორპუსებში დასახლებას. ხალხის უკმაყოფილებას კი მხოლოდ ემოციებს უკავშირებდნენ. საზოგადოების პროტესტის შედეგად, 1989 წლის ივნისში საბჭოთა საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
ამჟამამად ხაიშისკენ მიმავალ გზაზე, სოფლიდან დაახლოებით 3-4 კმ-ით სამხრეთით, საავტომობილო გზიდან ხელმარჯვნივ, ბეტონის უზარმაზარ კედელზე საღებავით შესრულებულ წარწერას ვხედავთ: „ხუდონი 1979 -2013, უფალო, შენ დაიცავ ხევი სვანეთისა და ერთობილი საქართველო“. და სხვები.
image

ხუდონჰესის აშენების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა 2000-იან წლებში. 2007 წლის ივნისში გაფორმდა საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ინდურ კომპანია Continental Energy International-ს (რომელმაც შემდგომ შეიცვალა სახელი და გახდა შპს „ტრანს-ელექტრიკა“) შორის. ტრანს-ელექტრიკამ მშენებლობის უფლება 2011 წელს მოიპოვა. კომპანიას 1536 ჰექტარი მიწა 1 ამერიკულ დოლარად გადაეცა. მას შემდეგ მიმდინარეობს ცხარე დებატები მიღებული სარგებლისა და გამოწვეული დანახარჯების შესახებ.

ამჟამად ხუდონჰესის მშენებლობა შკვლავ შეჩერებულია.მას ჰყავს როგორც აქტიური მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები, ორივე მხარეს დამაჯერებელი არგუმენტები გააჩნიათ.

0
394
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0