ფოტოგრაფია ინტიმური პორტრეტები, რომლებსაც ნიუს ჟანრი სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს 2021, 2 მარტი, 22:21 პროფესიონალმა ფეშენ, სარეკლამო და fine-art ფოტოგრაფმა ბრუნო ბისანგიმ მსოფლიო თავისი უნიკალური, ყველასგან გამორჩეული ხედვით მოხიბლა. წარმატებული ხელოვანი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ფოტოგრაფიას ეუფლებოდა, ბევრს მოგზაურობდა, სხვადასხვა პროფესიის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობდა და გამოცდილებას იძენდა.ბრუნო ისეთ დიდ ცნობილ კომპანიებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა - "Cosmopolitan", "GQ", "Max", "Men's Health", "Vogue" და მრავალი სხვა. მასთან მუშაობას სიამოვნებით თანხმდებოდნენ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ბრწყინვალე წარმომადგენლები - მონიკა ბელუჩი, ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი და სხვა ცნობილი ქალბატონები.ლეგენდარული ფოტოხელოვანის ზოგიერთი ნამუშევარი ნიუს ჟანრს განეკუთვნება, რომელმაც ის სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. დღევანდელ პოსტში სწორედ ბრუნო ბისანგის მიერ გადაღებულ ცნობილი ფოტომოდელებისა და მსახიობების პორტრეტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ქალის სილამაზეს ასახავს.443 შეფასება არ არის |