x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
D ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს მინერალის გარეშე, რომელიც თითქმის ყველას აკლია
სამედიცინო ჟურნალში PLOSOne გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ D ვიტამინი ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს. ამის დასადასტურებლად აუცილებელია დამატებითი კვლევები, მაგრამ მეცნიერები იმუნურ სისტემაზე ამ ნივთიერების დადებით ეფექტზე დარწმუნებულნი არიან. აფთიაქებში D ვიტამინი უკვე დაიტაცეს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მხოლოდ ამ ნივთიერების მიღება საკმარისი არაა.


D ვიტამინი და იმუნიტეტი


image

მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 მლრდ ადამიანს D ვიტამინის დეფიციტი აქვს. ისინიც კი, რომლებიც რაციონში D ვიტამინს საკვები დანამატის სახით იღებენ, ვიტამინის საჭირო დოზას რეგულარულად და ხანგრძლივად ვერ იღებენ. გამოცემის თანახმად, ნუტრიენტის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყოველდღიურად 2000 ME ქოლეკალციფეროლი ან D3 ვიტამინი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ.


D ვიტამინი და მაგნიუმი


image


ბოლო მონაცემები აჩვენებს, ამ ნივთიერების ათვისება სრულად დამოკიდებულია მაგნიუმის დონეზე – ნივთიერება, რომელიც, სამწუხაროდ, ყველას აკლია.

ექიმი ცი დაიმ, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მედიცინის პროფესორმა და BMC მედიცინაში გამოქვეყნებული უფრო ადრეული კვლევების ხელმძღვანელმა, აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებიც საკვებიდან ან დანამატების სახით ბევრ მაგნიუმს იღებენ, D ვიტამინის უფრო ნორმალური დონე ჰქონდათ. ამ კატეგორიის ადამიანებს ცხოვრების წესით განპირობებული დაავადებების რისკი დაბალი ჰქონდათ.


image

ექიმმა დაიმ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რატომ ამცირებს მაგნიუმის მაღალი შემცველობა D ვიტამინის დეფიციტს. მათ აღმოაჩინეს, რომ მინერალი მოქმედებს, როგორც კოფაქტორი D ვიტამინის საწარმოებლად როგორც მზის სხივებიდან, ასევე საკვების წყაროებიდან. Medical News Today–სთან ინტერვიუში ექიმმა დაიმ თქვა, რომ მაგნიუმის დეფიციტი D ვიტამინის ათვისებას „ბლოკავს“.


საჭიროა თუ არა მაგნიუმი D ვიტამინის მისაღებად

კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის დანამატის მიღება D ვიტამინის დონეს ზრდის მათში, ვისაც მისი დონე დაბალი აქვს, და ამცირებს მათში, ვისაც ძალიან მაღალი აქვს. მინერალი ორგანიზმში D ვიტამინის დონეს არეგულირებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როგორც D ვიტამინის დეფიციტი, ასევე ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.


image

პროფესორი მოჰამედ ს. რაზაკი, კვლევის ერთ–ერთი ავტორი, აღნიშნავს, რომ იშვიათია პაციენტი, რომელიც დამატებით D ვიტამინს იღებს და თან იცის, რომ მაგნიუმის გარეშე მისი მიღება უსარგებლო და საშიშიც კია. ამ ნუტრიენტის მიღებამ შეიძლება სისხლძარღვებში კალციუმ–ფოსფატის დაგროვება გამოიწვიოს. თუ ორგანიზმი მაგნიუმის დეფიციტს განიცდის, დაგროვების ალბათობა დიდია. მსგავსი პრობლემები ხშირად D ვიტამინის დეფიციტის დროს წარმოიქმნება.


ნებისმიერი ნუტრიენტის დეფიციტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არასასურველ ეფექტებს იწვევს. მაგნიუმის დღიური ნორმა მცირეა: ქალებისთვის – 320 მგ, კაცებისთვის – 420 მგ. კვებით მხოლოდ ნახევარს ვიღებთ. ეს განპირობებულია როგორც დიეტის ცვლილებით, ასევე კვების პროდუქტებში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობის შემცირებით. თუ რაციონში გადამუშავებული რაფინირებული პროდუქტები, შაქარი და ფოსფატი ჭარბობს, მაგნიუმის დონე მცირდება.


image

ნუტრიენტებსა და D ვიტამინის მაგნიუმთან ერთად მიღებას შორის რთული კავშირის ცოდნა უფრო სწრაფი და ხარისხიანი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

თუ მედიკამენტს იღებთ ან ჭარბი წონა გაქვთ: ვისთვისაა რეკომენდებული D ვიტამინი

image

ინსტრუქცია: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ ვიტამინები

image

მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე

image

რატომ ჩნდება გულძმარვა და როგორ ვებრძოლოთ მას

image

14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ

image


0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
233