ფსიქოლოგია შფოთვასთან გამკლავების გზები 2021, 28 თებერვალი, 20:46
თუ გეცნობათ გრძნობა, როცა გული სწრაფად გიცემთ სტრესული სიტუაციის დროს, ან ხელის გულები გიოფლიანდებათ როცა რთული დავალების შესრულება ან ღონისძიების წარმართვა გიწევთ. ეს შფოთვაა, ჩვენი ორგანიზმნის ბუნებრივი პასუხი სტრესზე.
თუ ჯერ არ აღმოგიჩენიათ რა არის თქვენი ტრიგერი (შფოთვის გამომწვევი მიზეზი), რამდენიმე, ძალიან გავრცელებულ ტრიგერს დაგისახელებთ: პირველი დღე სამსახურში, თქვენი პარტნიორის მშობლებთან შეხვედრა, პრეზენტაციის ჩატარება დიდ აუდიტორიაში. ყველას განსხვავებული ტრიგერი აქვს და მათი ამოცნობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რათა გავუმკლავდეთ შფოთვას და ვმართოთ შფოთვითი შემოტევები.
ტრიგერების იდენტიფიცირებათვითრეფლექსია და მას დიდი დრო სჭირდება. ამ პროცესში შფოთვის დასარეგულირებლად არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებსაც ამ სტატიაში გავეცნობით.
ხუთი სწრაფი ხერხი, რათა გავუმკლავდეთ შფოთვას თუ თქვენი შფოთვა გაფანტულია, ანუ დროის სხვადასხვა პერიოდში მოდის და ხელს გიშლით ნებისმიერ დავალებაზე ფოკუსირებაში, ამის გასაკონტროლებლად არსებობს გარკვეული ხერხები, რომლებიც შეგინარჩუნებთ თვითკონტროლს. თუ შფოთვა ფოკუსირებულია გარკვეულ სიტუაციაზე, მაგალითად ღელავთ მომავალ ღონისძიებაზე, მაშინ შეამჩნევთ, რომ სიმპტომები მხოლოდ ამ ღონისძიებამდე გამომჟღავნდება და ღონისძიების ჩავლის შემდეგ ჩაცხრება. ეჭვქვეშ დააყენეთ თქვენი აზროვნების ნიმუში ნეგატიურმა აზრებმა შეიძლება ფესვები გაიდგას თქვენს გონებაში და დაამახინჯოს, გააზვიადოს სიტუაციის სიმძიმე. ერთი-ერთი გზა თქვენი შიშების გამოწვევაა. დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვა - არის თუ არა სიმართლე, რეალობა, ის, რასაც ფიქრობთ? და დაინახეთ სად შეიძლება შფოთვის გაკონტროლება. ივარჯიშეთ ფოკუსირებულ, ღრმა სუნთქვაში ცადეთ 4-ჯერ ჩასუნთქვა და 4-ჯერ ამოსუნთქვა 5 წუთის განმავლობაში. სუნთქვის დარეგულირებით შეანელებთ გულის ცემის რიტმს, რომელიც დაგეხმარებათ დამშვიდებაში. ასევე დაგეხმარებათ 4-7-8 სუნთქვის ტექნიკა, რომელიც ცნობილია შფოთვის მოსახსნელად. გამოიყენეთ არომათერაპია შეიძლება გამოიყენოთ ზეთის ფორმის საკმეველი ან სანთელი, როგორებიცაა ლავანდა, გვირილა და სანდლის ხე. ფიქრობენ, რომ არომათერაპია თქვენს ტვინში გარკვეული რეცეპტორების გააქტიურებას უწყობ ხელს, რაც პოტენციურად ამსუბუქებს შფოთვას. გაისეირნეთ და 15 წუთი დაუთმეთ იოგას ხანდახან, საუკეთესო გზა შფოთვის შესამსუბუქებლად არის სახლის დატოვება. სეინრობისას ან სხვა ფიზიკური აქტივობისას კონტროლი გადადის სხეულის მართვაზე და არა გონების, შესაბამისად ეს ეხმარება შფოთვის შემცირებას. დაწერეთ თქვენი ფიქრები ფურცელზე გადმოტანა იმ ფიქრებისა, რომლებიც თქვენში შფოთვას იწვევს საშუალებას მოგცემთ გონებიდან გადმოიტანოთ აკვიატებული აზრები და ასევე, ნაწერის წაკითხვით შესაძლოა ნაკლებად შემაშფოთებლადაც აღიქვათ თქვენი აზრები. ეს რელაქსაციის ხრიკები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც გაფანტულად, დროის სხვადასხვა პერიოდში განიცდიან შფოთვას. შესაძლოა ამ ხრიკებმა იმ ადამიანებთანაც იმუშაოს, რომლებსაც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა აქვთ. ამასთან, თუ ეჭვი გაქვთ, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გაქვთ, დაძლევის სწრაფი მეთოდები არ უნდა იყოს ერთადერთი მკურნალობის ხერხი, რომელსაც იყენებთ. უკეთესი იქნება თუ მიმართავთ გრძელ ვადიან სტრატეგიებს, რომლებიც შეგიმსუბუქებენ სიმპოტმების სიძლიერეს და თავიდან აგაცილებთ მათ დაბრუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ექვსი გრძელვადიანი სტრატეგია შფოთვასთან განსამკალვებლად თუ შფოთვა რეგულარულად გაწუხებთ ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იპოვოთ მკურნალობის სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ გააკონტროლოთ იგი. შეიძლება სტრატეგიების კომბინაცია იყოს, მაგალითად ლაპარაკის თერაპია და მედიტაცია, ან შეიძლება, უბრალოდ, თქვენი ტრიგერი ამოიღოთ ყოველდღიური ცხოვრებიდან. თუ დარწმუნებული არ ხართ საიდან დაიწყოთ, ყოველთვის საუკეთესო აზრია, რომ გაესაუბროთ მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალს, რომელიც გირჩევთ ისეთ რამეს, რაზეც არც კი გიფიქრიათ. მოახდინეთ ტრიგერის იდენტიფიცირება და მართვა ყველაზე გავრცელებული ზოგადი ტრიგერები:
რა იწვევს შფოთვას? თუ სტატიაში ნახსენები სწაფი გამკლავების ხერხები ვერ გეხმარებათ შფოთვის მოხსნაში, მაშინ სპეციალისტის ნახვა დაგეხმარებათ, განსაკუთრებით თუ ფიქრობთ, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გაქვთ და ეს გიშლით ხელს წარმართოთ თქვენი ყოველდღიური აქტივობები და იწვევს ფიზიკურ სიმპტომებსაც. პროფესიონალი შედარებით სწრაფად მიაგნებს თქვენს ტრიგერებს და გრძელვადიანი გამკლავების სტრატეგიებით, როგორებიცაა ბიჰევიორული თერაპია, მედიკამენტები და სხვა, შეძლებთ გააკონტროლოთ იგი. მაგალითად, თუ თქვენს შფოთვას იწვევს ტრავმა მაშინ ძალიან დაგეხმარებათ ლიცენზირებულ თერაპევტთან მისვლა, ხოლო თუ შფოთვას იწვევს ტვინში არსებული ქიმიური დისბალანსი, მაშინ დაგენიშნებათ მედიკამენტოზური მკურნლაობა. შფოთვა შეიძლება გახდეს ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მან არ უნდა წაგართვათ თითოეული დღე. ძალიან მძიმე შფოთვითი აშლილობებიც კი შეიძლება იმართოს ისე, რომ სიმპტომებმა ვერ შეძლონ ადამიანის განადგურება და პიროვნებამ შეინარჩუნოს ცხოვრების ხალისი. 115 შეფასება არ არის |