x
image
alex999
Mediator image
ველური ცხოველები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ადამიანების სახლებს

ადამიანები და ცხოველები ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებენ, რადგან ცხოველების უმეტესობა ველურ გარემოში იზრდება და ადამიანს ისე უყურებს როგორც საფრთხეს, ზოგადად ადამიანის არსებობა ცხოველისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ადამიანები დროთა განმავლობაში ანადგურებენ ველურ გარემოს და აშენებენ საცხოვრებელს, ეს სიტუაცია ცხოველების ნელ-ნელა გადაშენებას უწყობს ხელს. დღევანდელ სტატიაში საუბარი გვექნება 5 ველურ ცხოველზე, რომელიც ყველაზე ხშირად სტუმრობს ადამიანის სახლებს.


image









1. ნიანგი - როგორი რეაქცია გექნებოდათ, როდესაც სამზარეულოში ნიანგს ნახავდიტ? ალბათ საზარელი. ველური ბუნების ბინადრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნიანგია, რომელიც ავსტრალიასა და ამერიკაში ხშირად სტუმრობს ადგილობრივების სახლებს. ეს ფოტო ფლორიდაშია გადაღებული. შუა ღამით გაღვიძებულ ქალბატონს წყლის დალევა უნდოდა, რა დროსაც მან სამზარეულოში ნიანგი შენიშნა. დაპანიკებულმა ქალმა მოახერხა სპეციალურ სამსახურში დარეკვა, რომლებმაც ნიანგი უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს.

image





2. ჟირაფი - ნაირობში(კენია) მდებარეობს სასტუმრო, რომლის ხშირი სტუმრები ჟირაფები არიან. სასტუმროს მეპატრონე ამ ფაქტს უკვე შეგუებულია და სტუმრებსაც არ აქვთ ამის პრობლემა. ჟირაფები რეგულარულად სტუმრობენ ამ სასტუმორს და სტუმრებთან ერთად ერთობიან.

image





3. დათვი - კალიფორნიაში, მამონტის ტბის მახლობლად ფერმის სახლში დასახლებულ ოჯახს წარმოუდგენელი რამ შეემთხვა. ერთ მშვენიერ დღეს მათ გაიგონეს კარის კაკუნი, თუმცა ეს არც ნათესავი და არც მეზობელი იყო. კარის გაღებისთანავე ისინი ლამის შოკში ჩავარდნენ, როდესაც კარზე დათვი დაინახეს. ოჯახის წევრებმა კარი მალევე მოკეტეს, თუმცა დათვმა ამჯერად ფანჯრებიდან სცადა სახლის დათვალიერება. როგორც გაირკვა დათვისთვის სახლში საინტერესო არაფერი იყო და მალევე უკან გაბრუნდა.

image





4. მელა - ამერიკის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ მამაკაცს ინტერესი გაუჩნდა, თუ რატომ აღარ ხვდებოდა გაზეთები დილას ეზოში. მან გადაწყვიტა ერთ დილას დროზე ადრე გაეღვიძა და მიზეზი საკუთარი თვალით ენახა, ასეც მოხდა, მან ნახა თუ როგორ იპარავდა მელია ეზოდან გაზეთებს, როგორც გაირკვა იგივე პრობლემა ჰქონდა რამოდენიმე მეზობელსაც.


image





5. გველები - ზაფხულში ადამიანების მსგავსად გველებსაც უყვართ გაგრილება. ფოტოზე ხედავთ სამეფო პითონს, რომელიც მოულოდნელად ოჯახის სტუმარი გახდა. როგორც გაირკვა, ოჯახმა ეს პატარა სამეფო პითონი მოიშინაურა.

image




















სტატიიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს

image



რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა

image



7 წარმოუდგენელი რამ, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია ნაპოვნი

image



"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!

image




7 ყველაზე წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!

image






როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის?

image



როგორი იქნება 2021 წელი მშვილდოსნებისთვის?

image

0
517
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0