20 საქორწილო ფოტო, რომელიც დაუპატიჟებელმა სტუმრებმა უმოწყალოდ "გააფუჭეს"
2021, 28 თებერვალი, 19:19
საქორწილო ფოტოსესიაში მოგეხსენებათ თითოეული დეტალი რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნეფე-პატარძლისთვის ამ მეტად დასამახსოვრებელ და ლამაზ დღეს ფოტოგრაფს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის რომ იდეალური და შთამეჭდავი კადრები გადაიღონ, თუმცა მათი მცდელობის მიუხედავად ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება, რომლისგანაც დამეთანხმებით რომ დაზღვეული ამქვეყნად არავინაა, და ობიექტივში ხან შემთხვევითი გამვლელი ან სულაც მაწანწალა ძაღლი თუ ფრინველი ხვდება.