x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
როგორები ვიქნებოდით თუკი 7 სხავასხვა პლანეტაზე ვიცოცხლებდით

სტივენ ჰოკინგმა ერთხელ თქვა, რომ კოსმოსში გადასვლამდე მხოლოდ 100 წელი გვაქვს დარჩენილი. ეს საკმაოდ მკაცრი ვადაა, რადგან, სულ რომ არაფერი, კოსმოსში გადარჩენის და შეგუების პრობლემა გვექნებოდა.


ასტრონავტებიც კი, რომლებიც იქ მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებენ, დაბრუნებისთანავე ხშირად აწყდებიან ჯანმრთელობის პრობლემებს.


image


ჩვენთვის, დედამიწელებისთვის სხვა პლანეტაზე არსებობა ამ დროისთვის შეუძლებელია. მარსზეც კი, სადაც მეცნიერები გამალებით ეძებენ სიცოცლის დამადასტურებელ ფაქტებს, რადგან ეს პლანეტა ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწის პირობებს.



ჩვენი არსებობა, რომ დავუშვათ სხვადასხვა პლანეტებზე სავარაუდოდ ასეთები ვიქნებოდით:




1. მარსი

image

მიზიდულობა მარსზე უფრო დაბალია, ვიდრე დედამიწაზე და ის მზისგან უფრო შორს არის, ასე რომ, მზის სინათლეს ნაკლებად დავინახავდით. მარსს ასევე არ გააჩნია დამცავი მაგნიტური ველი თხელი ატმოსფეროს გამო, რაც ყველაფერს გამოსხივებას უქმნის. ზოგჯერ ძლიერი ქარი ქმნის მტვრის ქარიშხალებს, რომლებიც მთელს პლანეტაზე ტრიალებს, თვეების განმავლობაში.


გარეგნობა: გვექნებოდა ძლიერი აღნაგობა, ცუდი სიმძიმის კომპენსაციისთვის და უფრო დიდი თვალები შორეული მზის უკეთ აღქმისთვის. რადიაციისგან თავის დასაცავად ჩვვენ სხეულს მოუწევდა პიგმენტაციის გადატანა მელანინიდან კაროტინოიდებზე (რაც სტაფილოს, პომიდორს და ფორთოხალს აძლევს ფერს). ასე რომ ჩვენი კანის ფერი ნარინჯისფერი იქნებოდა!






2. იუპიტერი

image


იუპიტერის ზედაპირზე ცხოვრება შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან რეალური ზედაპირი არ არსებობს. პლანეტა მთლიანად აირისგან შედგება. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ გიგანტური ღრუბელი იყოს ჩამოკიდებული სივრცეში - თუკი ატმოსფეროში უფრო ღრმად შევაღწევთ იქ გაზი უფრო მკვრივი ხდება, სანამ ის თხევად არ იქცევა. ასე რომ, იუპიტერის ერთი ფენა არის წყლის ნაცვლად წყალბადისგან შექმნილი ოკეანე.


გარეგნობა: მაღალი წნევით, ექსტრემალური ტემპერატურით და აირის სითხის გამო ჩვენ მოგვიწევდა ღრმა წყლის მცხოვრების მსგავსად ცხოვრება და მათი მსგავსი გარეგნობაც გვექნებოდა. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ვიქნებოდით დიდი იზოპოდები, რომ დაგვეცვა თავი იუპიტერის გამოსხივებისგან.






3. სატურნი

image


ისევე როგორც თავისი გაზური მეზობელი, იუპიტერი, სატურნიც წყალბადის და ჰელიუმის ბრწყინვალე ღრუბელია, მყარი მიწა და ძლიერი ქარები. იუპიტერის მსგავსად, ის უფრო მკვრივია შიგნით, მაგრამ მისი ბირთვი გაცილებით მცირეა. მისი გარშემო რგოლი უამრავი ყინულის ნაწილაკისგან შედგება.

ამიტომ, სამწუხაროდ, მათზე ვერაფერი იცხოვრებს.


გარებნობა: სატურნის სქელ ნისლში გადაადგილების ერთადერთი გზა არის რომ ვიყოთ მედუზის მსგავსი, არ გვქონდეს ძვლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაგვინადგურდებოდა ზეწოლისგან.






4. მერკური

image


ეს პატარა პლანეტა ყველაზე ახლოსაა მზესთან, ამიტომ მზის სინათლე 7 ჯერ აღემატება დედამიწისას და ვერანაირი მზისგან დამცავი საშუალება ვერ შეძლებს ამის მართვას. მერკურის ტემპერატურა იცვლება დღის განმავლობაში 800 ° F (430 ° C) და ღამით 90290 ° F (-180 ° C) შორის. ამ ყველაფერს თან ახლავს მუდმივი მეტეორის წვიმები და მიწისძვრები. და რაც მთავარია, არ არის ატმოსფერო, ან ჰაერი.


გარეგნობა: ჩვენი ხორცი და ძვალი ვერასოდეს გაუმკლავდება ამ მძიმე პირობებს. თუკი აქ ვიცოცხლებდით უნდა გვქონოდა ცეცხლგამძლე ლითონის სხეულები. არ გგვექნებოდა სასუნთქი სისტემა და შეიძლება ცხვირიც არ გვქონოდა, თვალები კი მზის მუქ სათვალეს დაემსგავსებოდა მზისგან დასაცავად.






5. ვენერა

image


მერკურიზე უფრო რთული ვენერაზე არსებობაა. ტემპერატურა აქ არის 880 ° F (471 ° C) და ატმოსფერო იმდენად სქელია, რომ ქმნის სათბურის ეფექტს. ზედაპირი მშრალი და სავსეა ისეთი მოულოდნელობებით, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები, ქარიშხალი, ქარები და ელვა. აქ ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს ერთი კილომეტრის სიღრმის წყალში ხართ, რაც თავის ტკივილს დაგაწყებინებთ.


გარეგნობა: სავარაუდოდ, ერთადერთი, რაც შეიძლება ვენერაზე გადარჩეს, მიკრობებია. ვენერა ჭამს ყველაფერს, თუნდაც ყველაზე მყარ ლითონს, რაც ადამიანის შეუქმნია კოსმოსურ ხომალდისთვის.

ვენერას ატმოსფერო შეიცავს ფოსფინს, რომელიც ტოქსიკურია ყველაფრისთვის, ვინც ჟანგბადს სუნთქავს, თუმცა მიკრობებისთვის ეს შეიძლება სიცოცხლეს ნიშნავდეს.






6. ურანი და ნეპტუნი

image


ყინულოვანი, ბნელი და ძლიერი ქარიშხალით დაავადებული ურანი და ნეპტუნი ძირითადად ცივი სითხეებისგან - მეთანისგან, წყლისგან და ამიაკისგან შედგება. მათ მყარი ზედაპირი არ აქვთ და მათი ატმოსფერო ნელა ერწყმის პლანეტების ბირთვის წყალს. გრავიტაცია აქ უფრო ძლიერია ვიდრე დედამიწაზე და უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ყველაფერზე.



გარეგნობა: მძიმე გრავიტაციული მიზიდულობის გამო, ვიქნებოდით უფრო მოკლე და წონიანი, კუნთოვანი სხეულით და სიცივისგან დამცავი სქელი კანით. თხევადი გარემოს გათვალისწინებით, ჩვენი გარეგნობის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა კოსმოსური ვეშაპი, რომელიც ცისფერი პლანეტების გარშემო ცურავს. :)





7. პლუტონი

image

მზისგან ყველაზე შორეული პლანეტაა, შესაბამისად ცივი და ყინულითაა დაფარული. აქ არის სუსტი მიზიდულობა და ცუდი ატმოსფერო. მზე, პლუტონიდან, სხვა არაფერია თუ არა წერტილი ჰორიზონტზე.

თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლუტონის ზედაპირის ქვეშ შეიძლება წყლის ოკეანე და უკეთესი პორობები არსებობდეს.



გარეგნობა: ვიქნებოდით მწერის ან თევზის მსგავსი. წვრილი კუნთებითა და ძვლებით., რადგან დაბალი მიზიდულობა კუნთებსა და ძვლებს ათხელებს, რაც თავისთავად ხერხემლებს შორის სივრცეს აფართოებს. ამიტომ ვიქნებოდით მაღლები და გამხდარი, უფრო სწორად ობობის, ან რომელიმე სხვა მწერის მსგავსი.



გსურთ იმოგზაუროთ კოსმოსში? რომელი პლანეტის მონახულება გინდათ?



image





1
683
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
683
  
2021, 16 ივლისი, 15:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1