x
image
ნინიკ
თოჯინების კუნძული

imageLa Isla de la Munecas (Island of Dolls) ანუ თოჯინების კუნძული მდებარეობს მექსიკაში Xochimilco-ს არხებში. კუნძულზე გამეფებულია იდუმალება, მისტიკა და ცრურწმენა, რადგან თითქმის ყველა ხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს გაფორმებულია ძველი, დასახიჩრებული თოჯინებით, რომლებიც ისეთ განცდას ტოვებენ, რომ ვიღაც გითვალთვალებს.
imageლეგენდა იწყება Julián Santana-სგან, რომელიც განდეგილი ცხოვრობდა ამ კუნძულზე 50 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი და შვილები ჰყავდა. იგი ირწმუნებოდა, რომ კუნძულზე მოსვლის შემდეგ მას პატარა გოგო სტუმრობდა, რომელიც მდინარეში დაიხრჩო. ამიტომაც მას გიჟად მიიჩნევდა ყველა, ეგონათ რომ იგი თოჯინებს რეალურ ბავშვებათ თვლიდა. ჯულიანი, როგორც კი მდინარეში მოტივტივე თოჯინას დაინახავდა, იღებდა და ხეზე აბამდა. ამით მას სჯეროდა, რომ ისინი ეშმაკისგან დაიფარავდენენ. სულ მალე ჯულიანმა მთელი კუნძული თოჯინების ფიტულებით აავსო.
imageდონ ჯულიანი 2001 წელს გარდაცვლილი იპოვა მისმა დისშვილმა სწორედ იმ მდინარეში სადაც პატარა გოგონა დაიხრჩო.ზოგი ირწმუნებოდა, რომ მას ხშირად ესმოდა ხმები მდინარიდან, რომელიც მას ეძახდა და თავისთან იხმობდა.
imageამ ამბის შემდეგ La Isla de las Muñecas-ი გახდა მექსიკის ერთ-ერთი მისტიური ადგილი, რომელიც ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან იზიდავს. როგორც ამბობენ, თითოეული თოჯინა პატარა გოგონას პარანორმალური ენერგიით არის სავსე, ისინი თავისით მოძრაობენ და ეჩურჩულებიან მოგზაურებს, სთავაზობენ რა მათ სახლში სტუმრობას.
სანამ კუნძულს ესტუმრებით ტრადიციის მიხედვით, აუცილებლად უნდა წაიღოთ თან რაიმე საჩუქარი, რასაც თოჯინებს შესთავაზებთ, სანთლები ან ტკბილეული, რომ მათი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.
მაგრამ განა ისინი მარტონი არიან? როგოც ამბობენ, დონ ჯულიანიც ამ კუნძულზე ბინადრობს.
დღეისათვის La Isla de las Muñecas-ი არის კერძო საკუთრება, მასზე მოსახვედრად საჭიროა დონ ჯულიანის ძმისწულის Anastasio Velasquez-ს ნებართვა.
imageimageimageimageimageimageimageimageimage









1
292
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
292
  
2012, 1 სექტემბერი, 13:14
+100
0 1 1