სისხლის სამართალი სიკვდილით დასჯის ყველაზე უცნაური მეთოდები 2021, 22 თებერვალი, 20:11 ![]() რესპუბლიკური ქორწილი-სიკვდილით დასჯის უცნაური სახეობაა, ძირითადად საფრანგეთში ხდებოდა. თუკი კაცსა და ქალს ერთდროულად დასჯიდნენ, თოკით ერთად მიაბამდენ და მდინარეში ჩაძირავდნენ. სპილოების მხრიდან სიკვდილით დასჯა-სპილოების საშუალებით სიკვდილის დასჯა ძირითადად აზიის ქვეყნებში ხდებოდა. განრისხებულ ცხოველს გაუშვებდნენ ერთ ოთახში სადაც მსჯავრდებული იმყოფებოდა. სისხლიანი არწივი- ლეგენდის თანახმად, ანგარიშწორების ეს საშინელი მეთოდი ვიკინგებმა გამოიგონეს. მსხვერპლი მიბმული იყო კედელზე, ჯალათი ზურგს ისე აცლიდა, რომ ნეკნები ჰქონდა მოტეხილი და ზურგიდან გამოდიოდა(როგორც ჩანს ვიკინგებისთვის ეს სანახაობა არწივის ფრთას ჰგავდა). ხშირ შემთხვევაში დასჯის დასაწყისში ადამიანი მტკივნეული შოკისგან იღუპებოდა. აღსრულება ბამბუკით- ბამბუკს გასაოცარი შესაძლებლობები აქვს, მას შეუძლია ერთ დღეში 30 სანტიმეტრით გაიზარდოს. ბრალდებული ისე მიაბეს, რომ განძრევა არ შეეძლო და ღამით დატოვეს. ღამით ბამბუკი ნელა იჭრებოდა მსხვერპლის სხეულში რაც ძალიან მტკივნეული იყო, ბოლოს კი ტანჯვისგან კვდებოდა. 393 1-ს მოსწონს
|