x
image
ლადო_25
,,მე-20 საუკუნის მიღწევა" - რატომ სვამდნენ ბავშვებს გალიაში?
image

მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიცა ცნობილი პედიატრის ლუთერ ემეტ ჰოლტის წიგნი. ექიმმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის საჭირო იყო რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა გარეთ.ასევე მისი თქმით, აუცილებელი იყო დაბადებიდანვე მიჩვეულიყო ცივ და სუფთა ჰაერს, არ უნდა ყოფილიყო ჩათბილული, საჭირო იყო მუდმივად ოთახის განიავება და ბავშვს უნდა დაეძინა ღია ფანჯარასთან. არ უნდა ებანავათ არა უმეტეს 15 გრადუსისა და სასურველი იყო დილით რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინათ გარეთ სუფთა ჰაერზე.

ექიმის შეხედულებას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, ვინც ცხოვრობდა მაღალ სართულებზე, ვერ იცლიდა ხშირად გარეთ გასასვლელად, ასევე აივნის დეფიციტს განიცდიდნენ, ამის გამო შეიქმნა საშიში დიზაინი “ბავშვის გალია".

image


1922 წელს ემა რიჩმა შეიტანა განცხადება გალიის წარმოების შესახებ, მან პირველმა გააკეთა გალია და ახალშობილ ბავშვზე გამოსცადა. მართკუთხა ჩარჩო, რომელსაც მეტალის ბადე ეკრა ფანჯრის გარეთა მხრიდან დააფიქსირეს. ქვედა მხარეს პირსახოცი დაადეს, სათამაშოები მოათავსეს და ბავშვი შეუშვეს, ამრიგად ასე მოაგვარეს ბინის ფართის ნაკლებობა და გარეთ გასეირნების საკითხი. მიუხედავად ბავშვების დისკომფორტისა და ტირილისა ბავშვის გალიებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში, არამედ ევროპის ქალაქებშიც.

მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გადახედეს თავიანთ შეხედულებებს ბავშთა უსაფრთხოების საკითხზე, რამაც დააფიქრათ და ბავშვის გალიების გამოყენება წარსულს ჩაბარდა.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0