სხვა სირცხვილის ნიღბები - რა დანაშაულისთვის იყენებდნენ მას მე-18 საუკუნეში? 2021, 19 თებერვალი, 13:06 შუა საუკუნეების წეს-ჩვეულებები არ ჰგავდა თანამედროვე წესებს, სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დამნაშავე ადვილად გამოჰყავდათ მოედანზე, მიჰყავდათ სირცხვილის დაფაზე ისე რომ მოქალაქეებს ადვილად შეეძლოთ მათი მასხრად აგდება. ხანგრძლივი სასჯელისთვის არსებობდა სირცხვილის ნიღბები, ამ ნიღბის მატარებელი ადამიანი არა მხოლოდ ზიზღს გრძნობდა სხვების მიმართ, არამედ საშინელ ძლიერ დისკომფორტს განიცდიდა, რადგან მას არ შეეძლო ნორმალურად ჭამა ან უბრალოდ სახის წყლით დაბანა. ხშირად ნიღაბს ზარს უმაგრებდნენ, რათა გამვლელთათვის მეტი ყურადღება მიექცია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნიღბის ფორმები მიანიშნებდა დამნაშავის სასჯელის შინაარსს. მაგალითად, გრძელი ენა ჭორაობის მიმანიშნებელი იყო, გრძელი ცხვირი-ქურდობის, ვირის ყურები-იმ სისულელეს რაც საქმეში ჩაიდინა. სირცხვილის ნიღბებს იყენებდნენ მე-18 საუკუნემდე სანამ სასჯელის უფრო ჰუმანური მეთოდები არ გამოჩნდა. 185 2-ს მოსწონს
|