ფსიქოლოგია პროჟექტორის ეფექტი 2021, 21 თებერვალი, 20:52
“ ადამიანები არ ფიქრობენ თქვენზე იმდენს, რამდენიც თქვენ გგონიათ’’ ადამიანები მიდრეკილნი არიან გადჭარბებულად აღიქვან ის, თუ რამდენად შესამჩნევია მათი გარეგნობა ან მათი ქმედებები გარშემომყოფთათვის. ადამიანი დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, მას ეჩვენება, რომ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ეს რეალურადაა. ამ ეფექტს პროჟექტორის ეფექტსუწოდებენ. ცნება “პროჟექტორის ეფექტი’’ თომას გილოვიჩმა და კენეტ სავიცკიმ შემოიღეს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი. ერთ-ერთ თავიაანთ სტუდენტს სთხოვეს, რომ ჩაეცვა მომღერალ Barri Manilow-ს მაისური. შემდეგ, ობიექტი შემთხვევით შევიდა საკლასო ოთახში, სადაც დამკვირვებელი სტუდენტები იმყოფებოდნენ. ექსპერიმენტის შემდეგ მას ეკითხებოდნენ, თუ რამდენმა ადამიანმა შეამჩნია მისი “უცნაური ჩაცმულობა”, შემდეგ ეს რიცხვი შეადარეს რეალურ მაჩვენებელს. შედეგმა აჩვენა, რომ სუბიექტმა ორჯერ უფრო გამძაფრებულად წარმოიდგინა რეალობა. ის თვლიდა, რომ მას ადამიანთა 46%-მა მიაქცია ყურადღება, ხოლო სინამდვილეში ეს რიცხვი მხოლოდ 23% იყო. თუმცა ისინი არ იყვნენ ერთადერთი მეცნიერები, რომლებმაც შეამჩნიეს ეს ეფექტი. დევიდ კენი და ბელა დეპულომ ჩაატარეს კვლევა, რომ დაედგინათ იციან თუ არა ადამიანებმა, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები. მათი აზრით, იმის შეფასებისას, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე, ადამიანები დაეყრდნობიან საკუთარ თვითაღქმას, ვიდრე სხვა უკუკავშირს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანების შეხედულებები, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე ცვალებადია იმასთან შედარებით, თუ რეალურად რას ფიქრობენ მათზე. მეცნიერები განმარტავენ, რომ პროჟექტორის ეფექტი ეგოცენტრიზმის ნაყოფია. იმის გამო, რომ ჩვენ თავად ვართ მთელი სამყაროს ცენტრში, გვიჭირს სწორი შეფასებების გაკეთება და გვგონია, რომ ყველა მხოლოდ ჩვენ გვამჩნევს და გვაკვირდება. აღნიშნული ეფექტი ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც ჯერ თვითონ არიან საკუთარი სამყაროს ცენტრში და შემდეგ მიიჩნევენ, რომ ყველა სხვა ადამიანის სამყაროს ცენტრშიც არიან. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მძაფრდება, როცა ასეთი ადამიანი რაიმე უჩვეულოს სჩადის. პროჟექტორის ეფექტი არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ქედმაღალნი ვართ, ან საკუთარი თავი სხვებზე მეტი გვგონია. ამ დროს სამყაროს ჩვენეული აღქმა ცოტა არ იყოს, ეგოისტურია და ჩვენვე ვქმნით ილუზიას, რომ ყველა ჩვენზე შეიძლება ფიქრობდეს. რა თქმა უნდა ჩვენ გაცნობიერებული უნდა გვქონდეს ჩვენი ვინაობა, მაგრამ თავად ფენომენი გულისხმობს ადამიანს, რომელიც შეშფოთებულია, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანების დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. დაბალი თვითშეფასება, სოციალური აქტივობებისაგან თავის შორს დაჭერა, ნერვიულობა საკუთარი წარმოდგენების გამო, თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენზე, ყოველივე ამის სიმპტომს შეიძლება წარმოადგენდეს. 18 შეფასება არ არის
|