x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ფრანკლის ფსიქოლოგიური შეხედულებები

ვიქტორ ფრანკლი არის ეგზისტენცალური ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოთერაპიულ ტექნიკას. დერეფლექსია და პარადოქსული ინტენცია სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. დერეფლექსიის მეთოდის ქვეშ იგულისხმება, რომ აღიკვეთოს თავის სირთულეებზე დაუსრულებელი ფიქრი, გადაჭარბებული თვითკონტროლი. პარადოქსულიინტენციის მიდგომა კი კლიენტს იმ მოქმედებისკენ უბიძგებს, რომელსაც თავს არიდებს. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში იუმორსაც მიმართავენ, რომელსაც ფრანკლი ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს. მისი თეორიის მიხედვით, ინდივიდის არსებობის მამოძრავებელი ძალა თავისი არსებობისსაზრისის მოძებნის ტენდენციაა. ადამიანურიარსებობა მარტო იმ შემთხვევაში შეგვიძლია მივიჩნიოთ ადამინურად, თუ მასში არის საზრისიც. საპირისპირო ვითარებაში აღმოცენდება ეგზისტენციალურ-ვაკუუმი, რომელიც შესაძლოა ერთგვარი ნოოგენურინევროზის სახით მოგვევლინოს. ავტორის ინტერესთა საგანს კი ახალ ნევროზებს მოიცავს, რომლებიც დასავლურ სამყაროს მახასიათებლებადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ. რაც უფრო მეტადაა ქვეყანა ეკონომიკურდ განვითარებული, უფრო მეტადაა გამოკვეთილი ეგზისტენციალურ ვაკუუმში მყოფი ინდივიდთა რიცხვიც. ესენი არიან ადამიანები ინტერესების, ინიციატივებისა და ყოფიერების აზრის გარეშე. მედიცინის კუთხით არ არიან დაავადებულები, რაც განაპირობებს იმას, რომ ფსიქოთერაპევტი დგება კლინიკური გამოვლინებების კი არა, არამედ პიროვნული პრობლემების წინ. ფრანკლის მიხედვით, ფსიქოთერაპევტს არ ძალუძს საზრისის ჩანერგვა, თუმცა უთუოდ შეუძლია დახმარება მოძიებაში. ფრანკლს თერაპია ლოგოთერაპიის სახელით არის ცნობილი, რაც ცხოვრების საზრისის მოპოვებაზე მიმართულ თერაპიას გულისხმობს. ყოველ ინდივიდს თავისი ცხოვრების საზრისი აქვს. მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა იმ მიზნების შესრულებაზე, რომლებშიცრეალიზდება თავისი ცხოვრებისსაზრისი. ნერვოზის დროს ინდივიდი ანვერ აღიქვამს საზრისით განსმჭვალულ მიზანთა რიცხვს, ან არასწორად განსაზღვრავსს მას, ან ცდილობს ერთ მიზანს მეორის ხარჯზე მიაღწიოს. ფრანკლი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ არ გვხვდება ყველასთვის გამოვლენილი ცხოვრებისსაზრისი, იგი მუდამ უნიკალურობის ხასიათს ატარებს და წარმოიქმნება ცალკეული ინდივიდისა და სიტუციის შეხვედრისას, და დაკავშირებულია რომელიმე ღირებულებასთან. ფრანკლი ღირებულებებს 3 ნაწილად გამოყოფს : შემოქმდების ღირებულებეი (უპირველესადშრომა), განცდის(სიყვარული) და დამოუკიდებლობისღირებულებები. ეს არის სამი ძირითადი გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია საზრისისპოვნა. საზრისის მიღწევა ქმედებითაა შესაძლებელი, გარკვეული ამოცანის შესრულებით და ასევე, ადამიანი საზრისს ხედავს სხვების მიმართულებით მზრუნველობასა და სიყვარულშ. საბოლოოდ, ინდივიდი საზრისს აღმოაჩენს მტკიცედ გცნობიერებული პოზიცის გამომუშაავებით განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და, ზოგადად, საკუთარი ბედისწერის მიმართულებით. სიკვდილის და ტანჯვის შემთხვევაშიც შესაძლებელია საზრისის მონახვა, რის მერეც მათზე დამოკიდებულება შეიცვლება, რაც ლოგოთერაპიის მთავარი პრინციპია- ადამიანისთვის უმთავრესი არც სიამოვნებს განცდა, ან ტკივილის არიდებაა, არამედ პირადი ცხოვრებისსაზრისის აღმოცენება. შედეგად, ტანჯვისთვისაც მზადაა, თუკი იგი აზრის მატარებელია. ავტორი ინდივიდის სამ(3): ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და ნოეტურ(გონით) ფენას განიხილავს. უმაღლეს განზომილებაშია მოქცეულისაზრისები, რომელნიც ქვედა დონის როლს განსაზღვრავენ პიროვნუი აქტივობს დეტერმნაციაში, რის გამოც ავტორი საკუთარ ტვალსაზრისს სიმაღლის-ფსიქოლოგიად მიიცნევს და გამოარჩევს სირღმის ფსიქოლოგიიისაგან, ლოგოთერაპია მიმართულია ადამიანის არსებობის მწვევრვალისკენ, რაც შეეხება ფსიქოანალიზს, იგი პიროვნების უფსკრულშიიხედება. იმის გამო, რომ პიროვნებას გონითგანზომილება გააჩნია, ფსიქიკაზე მეტია. ინდივიდი გარკვეულწილად განთავისუფლებულია თავისი ფსიქიკრი მოცემულობისგან, რასაც თავისი 2 ბაზისური უნარიი, თვითტრანსცენდენციის(საკუთარი ფარგლების მიღმა გასვლაა) და თვითგანრიდების(ადგილის დაკავებ გარეშე ვითრების საკუთარი თავის მიმარტ) უნარი უკავშირდება. ჩვენს მიერ ნახსენები ორიფსიქოთერაპიული საშუალების ეფექტიანობა კი ავტორის მოსაზრებით, ამუნარების გამოყენებაზეა დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ფრანკლის ცხოვრების გამოცდილებამ უდიდესი წვლილი შეიტანა მისი თეორიული და ფსიქოთერაპიული იდეების ფორმირებაში.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ჯღარკავა
სოფიო ჯღარკავა
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0