სხვა იპოლიტე ხვიჩიას და ეროსი მანჯგალაძის სასაცილო შემთხვევა 2021, 20 თებერვალი, 16:39 ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტე ხვიჩიამ გადამღები ჯგუფი ოჯახში მიიპატიჟა. მოილხინეს. სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს შეუნაცვლეს. სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ ეშვებოდა იპოლიტეს – “სულ ესაა, ამაზე დამიძახე?”
შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის შეკვეთას აძლევდა. “ხაჭაპუროვნაც” (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა და ამატებდა ახალ-ახალ “შემოქმედებას” მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და დროდადრო ახსენებდა მასპინძელს “სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!” ბოლოს იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:
– ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი! (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).
527 2-ს მოსწონს
|