x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ფეისბუკზე დამოკიდებულება, როგორც დარღვევა

ფეისბუკი დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელია, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად 1.82 მილიარდი ადამიანი მოიხმარს (Facebook Reports Third Quarter 2020 Results, 2020). 2020 წელს ფეისბუკი 16 წლის გახდა. დაარსებიდან დღემდე მუდმივად იზრდება როგორც მომხმარებელთა რიცხვი, ასევე ვითარდება ფეისბუკის მიერ შეთავაზებული სერვისები. დღეს უკვე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება და ურთიერთობა ფეისბუკის სივრცეში შესაძლებელია დამეგობრებით, ფოტოების გაზიარებით, ასევე აუდიო და ვიდეო ზარის განხორციელებით, აუდიო შეტყობინებების გაგზავნით. ფეისბუკს აქტიურად იყენებენ ბიზნესისთვის - ფეისბუკ გვერდების მეშვეობით ეფექტურად და იაფად შეიძლება მომხმარებელთან ურთიერთობა. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ფეისბუკი რეკლამისთვის და სწორედ რეკლამით იღებს ფეისბუკი შემოსავლის ძირითად ნაწილს (Facebook, Inc. Form 10-K for the fiscal year ended December 31, 2020). ყველა ამ სერვისიდან გამომდინარე, ფეისბუკი უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება სასურველი და ზოგჯერ აუცილებელი საშუალება გართობის, მუშაობის, სწავლის, სოციუმთან ურთიერთობისათვის.

ფეისბუკის მოხმარებელთა რიცხვისა და მისი მოხმარების ინტენსივობის ზრდა განაპირობებს ინტერესს მისი მოხმარების პირდაპირი და ირიბი შედეგების მიმართ. ტარდება კვლევები ფეისბუკის მოხმარების მიზნებისა და მიზეზების, ფეისბუკის მოხმარების ისეთ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებთან კავშირის შესახებ, როგორებიცაა პიროვნული ნიშნები, ემოციური მდგომარეობები - სტრესი, დეპრესია, შფოთვა, ასევე შეისწავლება ასაკისა და სქესის მიხედვით არსებული განსხვავებები ფეისბუკის მოხმარებაში.

ირკვევა, რომ ფეისბუკი ყველაზე ხშირად გამოიყენება ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, დროის გასაყვანად, გასართობად. თუმცა, თუ ეს წარმოდგენილია ჩვევის სახით, გადაჭარბებულად ან მოტივირებულია გუნება-განწყობილების გაუმჯობესების მოთხოვნილებით, შესაძლოა ფეისბუკის მოხმარება ფეისბუკზე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, რასაც თან ახლავს მუდმივად ონლაინ ყოფნის მოთხოვნილება. ფეისბუკის მოხმარებისას წარმოქმნილი პრობლემების აღსანიშნავად გამოიყენება სხვადასხვა ტერმინი - „ფეისბუკზე დამოკიდებულება“, „ფეისბუკ ინტრუზია“, „ფეისბუკის პრობლემური მოხმარება“. თითოეული ტერმინის გამოყენებისას აქამდე ცნობილი ადიქციების სხვადასხვა მახასიათებელზე ხდება ხაზგასმა.

ირკვევა, რომ ფეისბუკი ყველაზე ხშირად გამოიყენება ურთიერთობების შენარჩუნებისთვის, დროის გასაყვანად, გასართობად. თუმცა, თუ ეს წარმოდგენილია ჩვევის სახით, გადაჭარბებულად ან მოტივირებულია გუნება-განწყობილების გაუმჯობესების მოთხოვნილებით, შესაძლოა ფეისბუკის მოხმარება ფეისბუკზე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს, რასაც თან ახლავს მუდმივად ონლაინ ყოფნის მოთხოვნილება. ფეისბუკის მოხმარებისას წარმოქმნილი პრობლემების აღსანიშნავად გამოიყენება სხვადასხვა ტერმინი - „ფეისბუკზე დამოკიდებულება“ (Facebook addiction), „ფეისბუკ ინტრუზია“ (Facebook intrusion), „ფეისბუკის პრობლემური მოხმარება“ (problematic Facebook use). თითოეული ტერმინის გამოყენებისას აქამდე ცნობილი ადიქციების სხვადასხვა მახასიათებელზე ხდება ხაზგასმა.

ფეისბუკზე დამოკიდებულების, როგორც ქცევითი ადიქციის გაგებისას, მის მახასიათებლად მიიჩნევენ ქცევითი ადიქციების 6 ძირითად კომპონენტს: 1. დამახასიათებელი თავისებურება (salience) - ფეისბუკის მოხმარებასთან დაკავშირებული ფიქრებისა და ქცევის დომინირება; 2. გუნება-განწყობილების ცვლილება (mood modification) - ფეისბუკი გამოიყენება ხასიათის შეცვლის/გაუმჯობესებისათვის; 3. ტოლერანტობა (tolerance) - ჩნდება საჭიროება გაზარდო ფეისბუკის მოხმარება, რომ მიაღწიო თავდაპირველ ეფექტს; 4. აბსტინენცია (withdrawal) - არასასიამოვნო გრძნობა ჩნდება, როდესაც ფეისბუკის მოხმარება წყდება ან მცირდება ინტენსივობა; 5. კონფლიქტი (conflict) - ფეისბუკის მოხმარება ზიანს აყენებს სოციალურ ურთიერთობებს სკოლაში, ბიზნესსა და სხვა საქმიანობებში; 6. რეციდივი (relapse) - ტენდენცია დაუბრუნდე ფეისბუკის მოხმარებას დროებით გაკონტროლების ან თავის არიდების მიუხედავად.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილება ფეისბუკზე დამოკიდებულებასთან მიმართებაში არის სტრესი. სხვადასხვა კვლევაში დადასტურებულია კავშირი ყოველდღიური სტრესის დონესა და ფეისბუკის მოხმარების ინტენსივობას შორის. ამის მიზეზად ითვლება ფეისბუკის მოხმარება სტრესისგან გამოწვეული დაძაბულობისგან გასაქცევად. რაც უფრო დადებით გამოცდილებასთანაა დაკავშირებული სტრესთან გასამკლავებლად ფეისბუკის გამოყენება, მეტია ფეისბუკზე დამოკიდებულების განვითარების რისკი. თუმცა ყველა ადამიანს სტრესის მაღალი დონით, არ უვითარდება ფეისბუკზე დამოკიდებულება. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მნიშნელოვანია იმის გარკვევა, რა ასრულებს მოდერატორის როლს სტრესის დონესა და ფეისბუკზე დამოკიდებულების განვითარებას შორის.

ერთ-ერთი ასეთი მოდერატორი ცვლადი სტრესის დონესა და ფეისბუკზე დამოკიდებულებას შორის აღმოჩნდა ფიზიკური ვარჯიში. ჩატარებულმა ლონგიტუდურმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდები, რომელთაც აქვთ სტრესის მაღალი დონე და მასთან გასამკლავებლად მიმართავენ ფიზიკურ აქტივობას, ნაკლებად არიან ფეისბუკზე დამოკიდებულების განვითარების რისკის ქვეშ. ასევე გამოვლინდა სოციალური მხარდაჭერის გავლენა სტრესის დონესა და ფეისბუკზე დამოკიდებულებას შორის კავშირზე. აღმოჩნდა, რომ რეალურ ცხოვრებაში სოციალური მხარდაჭერის მაღალი დონე უარყოფით კავშირშია როგორც სტრესის დონესთან, ასევე ფეისბუკის მოხმარებასთან. მეტიც, იგი ახდენს გავლენას ამ ორ ცვლადს შორის დადებით კავშირზე. სოციალური მხარდაჭერის მიღება სოციალურ ქსელებში დადებითადაა დაკავშირებული ფეისბუკზე დამოკიდებულების განვითარებასთან.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:აფციაური მარიამ
აფციაური მარიამ
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0