სხვა ისრაელში მხოლოდ აცრილებს შეუშვებენ რესტორანში და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში 2021, 20 თებერვალი, 12:22 ისრაელის ხელისუფლება გეგმავს სპეციალური "მწვანე საშვების" გაცემას მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. მომდევნო კვირიდან მათ მხოლოდ რიგ საზოგადოებრივ ადგილებში შეუშვებენ, იუწყება The Guardian. კერძოდ, მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, ადამიანს შეეძლება ესტუმროს სპორტულ დარბაზებს, სასტუმროებს, საცურაო აუზებს, დაესწროს კონცერტებს და მოინახულოს ღვთისმსახურების ადგილები. ამ სიას მარტის თვიდან დაემატება ბარები და რესტორნები. საშვები ასახული იქნება სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში, რა დროსაც დაწესებულების ადმინისტრაციას მოუწევს მათი სკანირება. დანარჩენი მოსახლეობა, მათ შორის 16 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ არ არიან აცრილები, შეძლებენ მოინახულონ მხოლოდ საჯარო დაწესებულებების ნაწილი და ისიც მხოლოდ კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენის შემდეგ. ამასთან, არსებობს იმის შიში, რომ ზოგიერთი ებრაელი მოქალაქე შეეცდება ახალი წესების დარღვევას. ისრაელის ხელისუფლებამ ესეც გაითვალისწინა, საშვის გაყალბებისთვის მოქალაქეს ჯარიმა- 5 ათასი შეკელი დაეკისრება (დაახლოებით იგივეა ჩვენს ფულზე-5 000 ლარზე ოდნავ მეტი) ბოლო მონაცემებით, 8, 9 მილიონი ებრაელიდან 4, 2-ზე მეტმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ქვეყნის 2, 8 მილიონმა მოქალაქემ გაიკეთა ორივე დოზა. Bloomberg შეფასებით, ვაქცინაციის ამჟამინდელი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ისრაელს ერთი თვეღა სჭირდება მოსახლეობის სამი მეოთხედის ვაქცინაციისთვის. ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს კორონავირუსის გავრცელებას. 31 5-ს მოსწონს
|