x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135792
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
კარენ ჰორნის ნეოფროიდიანული თეორიის ანალიზი
კარენ ჰორნი

კარენ ჰორნი (1885-1952) დაიბადა ჰამბურგში, გერმანიაში. დედამისმა მას უბიძგა, რომ ესწავლა მედიცინა და საბოლოოდ, მან აიღო ბერლინის უნივერსიტეტის დიპლომი. იგი ბევრ პრობლემას აწყდებოდა ოჯახის და კარიერის ერთდროულად შენარჩუნებაში, მაგრამ მან მაინც შეძლო და 1932 წელს წავიდა ამერიკაში. იგი ეწინააღმდეგებოდა ფროიდის ფსიქოანალიზის პერსპექტივას და ამიტომ მან შექმნა საკუთარი ასოციაცია ფსიქოანალიზის წინსვლისთვის და ასევე ამერიკული ფსიქოანალიზის ინსტიტუტი.

როგორც ფროიდი, კარენ ჰორნიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა შფოთვას, როგორც ქცევის მოტივაციას, მაგრამ განსხვავება მათ პერსპექტივებს შორის იყო შფოთვის წარმოშობის წყაროში. ფროიდისთვის შფოთვას ქმნის იდის (პრიმიტიული, ცხოველური ელემენტი, რომელიც სავსეა ლიბიდოზური ანუ სექსუალური ენერგიით და დაუყოვნებლივ დაკამყოფილებას მოითხოვს) და სუპერეგოს (გაშინაგნებული სინდისი) დაპირისპირება ან რეპრესირებული გამოცდილება და ფიქრები. ჰორნის აზრით, კი შფოთვა მოდის გარემოდან და სხვა ადამიანებიდან, სწორედ ეს არის მისი თეორიის ამოსავალი წერტილი და არა, არაცნობიერიდან წამოსული შფოთვა.


ჰორნის ცნობილი ტერმინია- ბაზალური ბოროტება, როდესაც მშობლები ბავშვზე ძალადობენ მენტალურად ან ფიზიკურად და არაკონსისტენტურ ყურადღებას აქცევენ შვილს. ამ დროს ბავშვში აღიძვრება დაუცველობის შეგრძნება.

ჰორნი ლაპარაკობს ბაზალურ შფოთვაზე, რაც გულისხმობს სიმარტოვის და უმწეობის ყოვლისმომცველ გრძნობას მტრულ გარემოში. სამწუხაროდ, როგორც სხვა უამრავ ოჯახში, ჰორნის ოჯახშიც ხშირი იყო ოჯახური დაძაბულობა, სწორედ ამ დროს ეუფლება ბავშვს ბაზალური შფოთვა, რაც გამოწვეულია მტრული და არასტაბილური გარემოთი. ფროიდისთვის და ჰორნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობაში განცდილი მოვლენები, მაგრამ თუ ფროიდი ოედიპოსის კომპლექსს ხსნის შვილს და მშობელს შორის გაჩენილი სექსუალურ-აგრესიული კონფლიქტით, ჰორნი ხსნის ბაზალური შფოთვით ანუ მშობელს და შვილს შორის ურთიერთობის დარღვევით, მაგალითად, უარყოფით, დასჯით ან გადაჭარბებული მზრუნველობით. ბაზალური შფოთვის საპასუხოდ, ბავშვებს უჩნდებათ იზოლაციის მოთხოვნილება, დაუცველობის გრძნობა და შესაბამისად იმუშავებენ სტრატეგიებს, რომ განაგრძონ ცხოვრება. შეიძლება გახდნენ ზედმეტად აგრესიულები და მტრულად განწყობილები და მომავალში გამოხატონ მშობლებთან ან სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ასევე შესაძლებელია, პირიქით, ზედმეტად არაკომფლიქტური და დამჯერი ადამიანები გახდნენ, რათა დაიბრუნონ ის სიყვარული, რომლის დანაკლისიც მშობლებისგან განიცადეს. ბაზისური შფოთვის შედეგად, შეიძლება ბავშვს განუვითარდეს თავისი ხატის იდეალიზირებული წარმოდგენა არასრულფასოვნების კომპლექსის დასაკომპენსირებლად, ან გაუჩნდეს სიბრალულის განცდა, რათა მოიპოვოს თანაგრძნობა. ჩამოთვლილი სტრატეგიებიდან რომელიმემ შეიძლება მიიღოს მოთხოვნილების ხასიათი და გადაიზარდოს ნერვოტულ მოთხოვნილებაში. ჰორნი გამოყოფს 10 ნევროტულ მოთხოვნილებას:

  • სიყვარულის და მოწონების ნევროტული მოთხოვნილება.
  • პარტნიორი-მეურვის ყოლის ნევროტული მოთხოვნილება.
  • ცხვორების ვიწროდ შემოსაზღვრის ნევროტული მოთხოვნილება.
  • ძალის (ძალაუფლების) ნევროტული მოთხოვნილება.
  • სხვათა ექსპლუატირების ნევროტული მოთხოვნილება.
  • საკუთარი პიროვნული მნიშვნელობის აღიარების ნევროტული მოთხოვნილება.
  • აღფრთოვანების ობიექტად ყოფნის ნევროტული მოთხოვნილება.
  • პირადი მიღწევებისკენ სწრაფვის ნევროტული მოთხოვნილება.
  • თვითკმარობის და დამოუკიდებლობის ნევროტული მოთხოვნილება.
  • სრულყოფილების და უნაკლოების ნევროტული მოთხოვნილება. ამ ათ ნერვოტულ მოთხოვნილებაშიც ჩანს ფროიდის გავლენა, კერძოდ, ეგოს დაცვის მექანიზმები. ხშირად, დაცვითი მექანიზმი ხდება გადაჭარბებული და არაადეკვატური. ჩვენ ყველას გვაქვს და ვიყენებთ დაცვით მექანიზმებს გარკვეულ დონეზე. ჯანსაღი მენტალობის მქონე ადამიანს აქვს ბალანსის შეგრძნება, თუ როდის, რომელი დაცვის მექანიზმი გამოიყენოს, ამის ნათლად წარმოჩენილი ხატი. არაჯანსაღი მენტალობის მქონე ადამიანი, ამოირჩევს ერთს და მთლიანად ფოკუსირდება ერთ მექანიზმზე და ყველა სიტუაციაში ამ დაცვით მექანიზმს იყენებს. ამ დროს ადამიანი ხდება ნერვოტული. შედარებით გვიან ჰორნიმ ეს ათი მოთხოვნილება გააერთიანა 3 ჯგუფში:

    • მოძრაობა ადამიანებისკენ - მაგ: სიყვარულის მოთხოვნილება. ადამიანი ამ დროს, ნორმალურზე მეტად ფიქრობს იმაზე, რომ ვინმეს უყვარდეს და გამოხატავდეს მის მიმართ სითბოს და სიყვარულს, ყველგან და ყოველთვის. ასეთ ადამიანს ხშირად აქვს სურვილი ყველას უყვარდეს და მოწონდეს იგი. ასევე გამოკვეთილია სუბმისიისკენ მიდრეკილება. ხშირია, რომ სწორედ ასეთ ადამიანებთან გამოვლინდეს სტოკლჰომის სინდრომი.
    • მოძრაობა ადამიანებისგან - მაგ: დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. ამ დროს ადამიანს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია იზოლირება და განდგომა. უყვარს სიმარტოვე და აქვს მოთხოვნილება, რომ იყოს ყველასგან და ყვეალაფრისგან თავისუფალი.
    • მოძრაობა ადამიანთა საწინააღმდეგოდ- მაგ: ძალაუფლების მოთხოვნილება. ადამიანს აქვს მიდრეკილება ქონდეს ძალაუფლება სხვა ადამიანებზე და აქვს ყველას მიმართ მრტული განწყობა. ამ დროს ხშირია დომინაციისკენ მიდრეკილება.
    ათი ნევროტული მოთხოვნილებიდან პირველი ორი, სიყვარულის და მოწონების და პარტნიორი-მეურვის ყოლის ნერვოტული მოთხოვნილებები ჰორნმა ერთად, პირველ ჯგუფში, გააერთიანა, რომელსაც იგი უწოდებდა- მოძრაობას ადამიანებისკენ. ეს კატეგორიზაცია ძალიან საინტერესოა, რადგან ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, რომ პიროვნებას უნდოდეს სიყვარული და ამავე დროს დომინანტი პარტნიორი. ამ მიდრეკილებას ფროიდი ფსეუდო-მაზოხიზმს უწოდებდა.

    ჰორნი ძალიან დაინტერესბული იყო სელფის ანალიზით. მას მიაჩნდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი თავის გაანალიზება. მან დაწერა წიგნი “სელფის ანალიზი“. პაციენტებთანაც ამ მეთოდით მუშაობდა. პირველ რიგში, იგებდა რა სახის კონფლიქტი ქონდა ადამიანს და შემდეგ რომელ ნევროტულ ტრენდს აკმაყოფილებლდა. ასე აწარმოებდა ჰორნი ფსიქოანალიზსს.

    იგი ასევე საუბრობდა იდეალიზებულ სელფზე, რომელიც ეხმიანება ფროიდის სუპერეგოს. ფროდის თანახმად, სუპერეგო არის ადამიანში მორალის და თვითკრიტიკის წარმმართველი, მაგრამ ამავდროულად სუპერეგო მოიცავს ეგო-იდეალს. ეგო-იდელი არის ჩვენი თავის ხატის იდეალური ვარიანტი. ჰორნი წამოგვიდგენდა იდეალიზებული სელფის სხვა ინტერპრეტაციას, სადაც აქცენტი უფრო მეტად სოციალურია და არა ბიოლოგიური, როგორც ფროიდთან. ჰორნის მიხედვით, ნამდილი სელფი არის ის, რაც ჩვენ ვართ და მოიცავს ნამდვილ ფაქტებს ჩვენ შესახებ. იდალიზებული არის ის, რასაც ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ და სწორედ იდეალიზებულ სელფს ვიყენებთ თვითაქტუალიზაციისთვის. რაც უფრო ახლოსაა იდეალიზებული სელფი და ნამდვილი სელფი ერთმანეთთან, მით უფრო ჯანსაღია ადამიანი და ასევე, რაც უფრო ახლოსაა პერსონა ადამიანის პიროვნებასთან, მით უფრო ჯანსაღია ადამიანის ფსიქიკა. როდესაც ისინი დაშორებულნი არიან, მაშინ იწყება პრობლემები როგორიცაა: 1. გაუცხოება-გაუცხოებულია ადამიანი საკუთარ თავთან. ფიქრობს, რომ ვერასდროს გახდება თავისი თავის საუკეთესო ვერსია და ამ მდგომარეობას მოყვება შფოთვა და არაჯანსაღი ფიქრები.

    ჰორნის ეკუთვნის ტერმინი-„უნდას ტირანია“ -ფროიდიც საუბრობდა ზედმეტად გააქტიურებულ სუპერ ეგოზე. ამ დროს ადამიანს მუდამ ჩაესმის შინაგანი ხმა, რომ რაღაცას უნდა აკეთებდეს, საკმარისად ვერ ასრულებს სასურველ მოქმედებას და თვითკრიტიკისკენ არის მიდრეკილი. შიზოფრენიის შემთხვევაში, სწორედ სუპერეგოს კრიტიკიტის შინაგანი ხმა ხდება ნამდვილი ხმა. ხშირად, ძალიან მომთხოვნ მშობლებს ყავთ შვილები ზედმეტად აქტიური სუპერ ეგოთი. ფროიდის აზრით, ეს ინტერნალიზებულია, ანუ გაშინაგნებულია, და მოდის არაცნობიერიდან. ჰორნისთვის ეს მოდის სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე.

    ქალების ფსიქოლოგია, ეს არის ჰორნის თეორია, რომელიც ფოკუსირდება ქალების გამოცდილებებზე.

    საშვილოსნოს შური- ეს არის ფროიდის პენისის შურის ოპოზიტური. შური, რომელსაც მამაკაცები გრძნობენ ქალების მიმართ, ღრმად არაცნობიერ დონეზე, რადგან მათ არ შეუძლიათ ორსულობა, ბავშვის გაჩენა და ბავშვის გამოკვება. ქალებს აქვთ სუპერიორული როლი ბავშვების გაჩენასა და აღზრდაში და ამიტომ პატარა ბიჭები განიცდიან ინტენსიურ შურს და ეს შური ოპრესირდება და წარმოჩინდება იმაში, რომ მომავალში ისინი ხდებიან მისოგენისტები, ქალებს ამცირებენ, ნაკლებს უხდიან სამსახურში და ასე შემდეგ. სიცოცხლის შექმნის შურს იუნგის კოლექტივისტური არაცნობიერით თუ გავიხილავთ და საშვილოსნოს კომპლექსს აღვიქვამთ, როგორც კოლექტივისტურად რეპრესირებულს, შეიძლება მარტივად გასაგები გახდეს, რატომ იჩენს დღემდე თავს უთანასწორობის და სექსიზმის პრობლემა დღევანდელ სოციალურ თუ კულტურულ სიტუაციებში. ჰორნი ამატებს, რომ კაცების ძალიან წარმატებული კარიერები კრეატიულ სფეროებში (ხელოვნება, მეცნიერება და სხვა) საშვილოსნოს კომპლექსის დამაკომპენსირებელი ქცევაა. ჰორნის მოსაზრებით, კაცებს ახალი ცხოვრების შექმნა არ შეუძლიათ, მაგრამ ამ ენერგიას დებენ სხვა რამეში, მაგლითად მანქანების, სახლების თუ სხვა მატერიალისტური შენაძენების გაკეთებაში.
0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ცეცხლაძე
ელენე ცეცხლაძე
39