x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135791
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა არის სოციალურ ნორმებთან შესაბამისობის შეუძლებლობა, რომელიც ჩვეულებრივ მართავს ადამიანის ქცევის მრავალ ასპექტს. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათდება მუდმივი ანტისოციალური ან დანაშაულებრივი ქცევით, ეს აშლილობა არ არის კრიმინალის სინონიმი. ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ნაკლებად ანაღვლებთ სხვების განცდები და უგრძნობნი არიან მათ მიმართ. ხშირად მათი ანომალიური ქცევა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედებითაა დამძიმებული.

image

ასეთი აშლილობის მქონე გულქვა და გულგრილები არიან. ისინი შეიძლება სასტიკად და დამამცირებლად ექცეოდნენ სხვა ადამინებს და მათზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ. ეს ადამიანები უპასუხისმგებლონი არიან და არ იცავენ სოციალურ ნორმებს. მათი არაკანონიერი ქცევა, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში იწყება.

ასეთი ადამიანები იმპულსურები არიან. ადვილად ბრაზდებიან და ღიზიანდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს. ამ თვისებებს თან ახლავს ის, რომ ისინი იშვიათად განიცდიან სინანულსა და დანაშაულს, და მათი ქცევა არ იცვლება დასჯით ან რაიმე უარყოფითი შედეგებით.


ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ახალგაზრდა, რომელმაც თავისი ოჯახის წევრების სახლში ხანძარი გააჩინა და ამის შესახებ სინდისიც არ აწუხებს, მეტიც ნატრობს რომ ოჯახის წევრები დაღუპულიყვნენ.

პაციენტებს ანტისოციალური პიროვნული აშლილობით შეუძლიათ მოატყუონ ყველაზე გამოცდილი ექიმებიც კი. დიაგნოზის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ინტერვიუ. დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა, იმიტომ რომ ასეთი პაციენტები ხშირად ავლენენ ბავშვობიტან ტვინის დაზიანებას, და ეს შეიძლება საკვანძო იყოს კლინიკური დიაგნოზის დასმისას. DSM-5- ის მიხედვით დიაგნოზი ისმევა 18 ასაკიდან და სიმპტომები გამოხატულია 15 წლიდან მაინც.

image

მკურნალობა: ფსიქოთერაპია და ფარმაკოთერაპია (მედიკამენტებით მკურნალობა). შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია გულისხმობს პაციენტის განმეორებით დაპირისპირებას თავისი ანომალიური ქცევის შედეგებთან. ჯგუფურის შემთხვევაში უმჯობესია თუ ჯგუფი იქნება შემდგარი მხოლოდ ანტისოციალური პაციენტებისგან, ამ შემთხვევაში თერრაპევტს უნდა გააჩნდეს საფუძვლიანი ტერაპიული უნარები და იყოს გაწვრთნილი მსგავს შემთხვევებში. მედიკამენტების შემდთხვევაში რეკომენდირებულია ანტიფსიქოზური პრეპარატები და ლითიუმი, დროებითი დამამშვიდებელი ეფექტისთვის.


3
18
შეფასება არ არის
ავტორი:ნინუცა არეშიძე
ნინუცა არეშიძე
18
  
2021, 20 თებერვალი, 22:00
არაფრის, ნინუცა!
2021, 20 თებერვალი, 1:46
მადლობა ელენე!
2021, 20 თებერვალი, 1:36
მაგარია!!!!!!!!!!
0 1 3