x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135743
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ალექსანდრე დარახველიძის შეხვედრა სუდენურ პარლამენტში...
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყოფილმა მინისტრის მოადგილემ და ამჟამინდელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს(შსს) იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა: ალექსანდრე დარახველიძემ 2021წლის 18თებერვალს, სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან მარიამ ვარდოსანიძის ადმინისტრაციის სტუდენტუბისთვის ლექცია გამართა.

ალექსანდრე დარახველიძე

შსს-ს იურიდულის დეპარტამეტის უფროსმა ლექციაზე შინაპატიმრობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

აღნიშნულ პროგრამას ანხორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც არის ქეთევან ბაღდავაძე. ამ კომიტეტის ძირითადი მიზანი არის, რომ სტუდენტებმა საინტერსო ადამიანებისგან მიიღონ განათლება სხვადასხვა თემაზე.


ელექტრონული მონიტორინგი პირველად 1983 წელს ნიუ-მექსიკოს შტატის, ქალაქ ალბურკეკეს საქალაქო სასამართლოში გამოიყენეს. მოსამართლემ კომპუტერული ტექნოლოგიების დილერები დაარწმუნა, შეემუშავებინათ სპეციალური სისტემა, სადაც ელექტრონული ზედამხედველობის მეშვეობით მოხდებოდა ადამიანთა კონტროლი.

შინაპატიმრობის დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.

შინაპატიმრობა ითვალისწინებს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადას. მსჯავდებულს შინაპატიმრობა იმ შემთხვევაში ენიშნება, თუ წარსულში ნასამართლეობა არ აქვს, ხოლო თავის არიდების შემთხვევეაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით.

“სააგენტოში მოწყობილია ცენტრი საიდანაც კონტროლდება მსჯავდებულის გადაადგილება სპეციალური სამაჯურების დახმარებით, რომელიც მიმაგრებული აქვს შინაპატიმრობაში მყოფს. მექანიზმი მუშაობს სენსორზე და მისი მოშორების შემთხვევაში ავტომატურად იგზავნება სიგნალი.“

“შინაპტიმრობის შემთხვევაში, მსჯავდებულს ეძლევა საშუალება არ მოწყდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.” - აღნიშნა ალექსანდრე დალახვერიძემ.

პატიმართა რაოდენობა 2020 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 9143 პირს ამათგან 8810კაცი, ხოლო 333 ქალი პატიმარი გახლავთ. ბატონი ალექსანდრეს თქმით, შინაპატიმრობაში მყოფ ადამიანთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.

ჟურნალისტი : გოჩა კელენჯერიძე

რედაქტორი : ლიზი კვაჭაძე

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:საერთარიშო მედია სკოლა
საერთარიშო მედია სკოლა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0