სხვა საყურეების შერჩევის სრულყოფილი სახელმძღვანელო 2021, 22 თებერვალი, 11:25
საყურე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძირითადი საიუველირო სამკაულია ნებისმიერი ქალისთვის. საეჭვოა ეს აქსესუარი ოდესმე გამოვიდეს მოდიდან იმდენად, რამდენადაც ის საშუალებას იძლევა ხაზი გაუსვას ქალის სილამაზეს. დღესდღეობით საყურეების დამზადება და გაყიდვა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა. როგორც წესი, მშვენიერი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა სამკაულის არჩევისას მხოლოდ მის სილამაზეს ითვალისწინებს. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მაგრამ არა-ერთადერთი. ესთეტიკური ფუნქციის გარდა, საყურეს შეუძლია სახის ფორმა შეცვალოს - ხაზი გაუსვას კარგ ნაკვთებს და დამალოს ხარვეზები. საყურის სწორად შერჩევას არა მარტო კარგი განწყობა, თავდაჯერებულობაც მოაქვს ქალბატონებისთვის. საყურეების არჩევა სახის ტიპის მიხედვითმიუხედვად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს სახის ფორმის წყობა უნიკალური აქვს, პირობითად მაინც შეიძლება მათი ჯგუფებად დაყოფა: ოვალური, კვადრატული, მართკუთხა, სამკუთხა, რომბისებური და მსხლისებური ტიპის სახეები. საყურეები ოვალური ტიპის სახისთვისის სახის ფორმის ეტალონად ითვლება, ამიტომ ოვალური ტიპის სახის ქალბატონებს პრაქტიკულად ნებისმიერი საყურე უხდებათ განურჩევლად დიზაინისა, ზომისა ან ფორმისა. თუმცა სახის ზედმეტად დაგრძელების ეფექტი რომ აიცილოთ თავიდან, სჯობს უარი თქვათ წვეთის ფორმის და წვრილ, დაგრძელებულ საყურეებზე. წრის ფორმის საყურეები კი, პირიქით, დაგეხმარებათ გაიფართოვოთ ღაწვები, რაც ვიზუალურად ძალიან ეფექტური შესახედავი იქნება. ასევე ლამაზად იქნება რგოლი საყურეები და სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მქონე საყურეები.
კვადრატული ტიპის სახერადგან კვადრატული ტიპის სახეს სწორი კონტურები აქვს, საყურეების ძირითად მიზანს წარმოადგენს ფორმის გამოწევა და მომრგვალება. ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ოვალურ ან მოკრძალებული დიზაინის გრძელ საყურეებს, მათ შორის ეგრეთწოდებულ წვეთის ფორმას.
მართკუთხედის ტიპის სახემართკუთხედის ტიპის სახის ფორმა ბევრი რამით წააგავს ოვალურ ფორმას. ამიტომ, ამ ტიპის სახის ქალბატონებისთვის გამოდგება დიდი ზომის მრგვალი, კვადრატული ან მაკუთხედის ფორმის საყურეები. ასევე, ნათელი ფერების ლურსმანი-საყურეები.
საყურეები მრგვალი სახისთვისასეთი ტიპის სახეს პრაქტიკულად ერთნაირი სიგრძე და სიგანე აქვს, შესაბამისად, საყურეებმა ვიზუალურად უნდა დააგრძელოს სახის ფორმა და დაავიწროვოს ლოყები. ამიტომ, ყველაზე კარგად განიხილება გრძელი, ზოგ შემთხვევაში კი რგოლი, ან გადაბრუნებული სამკუთხედის ფორმის საყურეები. სამკუთხედიამ ტიპის სახის განმასხვავებელი ნიშანია განიერი ყვრიმალები, რომლებიც თანდათან ვიწროვდება ნიკაპისკენ. იმისათვის, რომ ვიზუალურად გაფართოვდეს სახის ქვედა ნაწილი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს: ოვალურ საყურეებს; ყბის შუა ან სახის ბოლომდე სიგრძის მოდელებს; რკალებს. . რომბისებური ტიპის სახეასეთ სახეს ახასიათებს ვიწრო შუბლი და ნიკაპი, ფართო ყვრიმალები. ამის გათვალისწინებით, იდეალური არჩევანი იქნება ლურსმანი-საყურეები ან მოგრძო მოდელები, რომლებიც ვიზუალურად გაათანაბრებენ სახის ნაკვთებს.
მსხლისებრი ფორმის სახეასეთი სახე ხასიათდება განიერი ნიკაპით, რომელიც საყურეების დახმარებით ვიზუალურად უნდა დავიწროვდეს და დათხელდეს. ამ ამოცანის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია თხელ მოგრძო ან პატარა ზომის საყურეებს. ვითვალისწინებთ თვალის ფერსკიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - საყურეების შეძენა თვალის ფერის გათვალისწინებით. აქ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს ვარიანტებს - თვალის ფერისნაირი შეფერილობის საყურეები ან ექსპერიმენტი - კონტრასტებზე თამაში. წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი, გამჭვირვალე თვლებიანი საყურეები უნივერსალურ მოდელებად ითვლება. ის ყველა ფერის თვალს უხდება. სხვა ვარიანტებს რაც შეეხება, არჩევანის ალგორითმი ასე გამოიყურება: ცისფერთვალება ქალბატონებს იდეალურად მოუხდებათ ლურჯი, ცისფერი ან ისამნისფერი ქვებით გაწყობილი საყურეები: ავანტიურინის, ტოპაზის, საფირონის. სწორედ ეს ქვები, ასეთუ ისე მიეკუთვნება ფირუზისფერ ტონებს.მწვანე თვალების მფლობელმა ქალბატონებმა უმჯობესია აირჩიონ ზურმუხტის და ხრიზოლიტის ქვებიანი საყურეები;ყავისფერი თვალების მფლობელებმა - ქარვის და მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ქვებიანი საყურეები; ასეთი ქვების ყველაზე პოპულარული წარმომადგენლებია ზურმუხტი და საფირი.ნაცრისფერ თვალებს იდეალურად შეავსებენ მოოქროვილი, ლურჯი და ვარდისფერი ფერის საყურეები. ასეთ ფერებს შეესაბამება ტურმანილი, ჩაროიტი, ტანზანიტი, ამეთვისტო.
შავი ფერის თვალებს უხდება მარგალიტი. ასევე სხვა ღია ფერის მქონე ქვებიც.საყურეების შერჩევა სხვა მახასიათებლების გათვალისწინებითთმის და კანის ფერიკანის ფერთან ყველაფერი მარტივია: კანის თბილი ტონის მქონე გოგონამ უკეთესია აირჩიოს საყურეები ბრინჯაოს და ოქროსფერ ფერებში, ხოლო კანის ცივი ტონი ლამაზად ერწყმის ძვირფასეულობას ცივი, პრიალა მეტალის, ვერცხლის საყურეებს. საერთოდ, ღია თმის ფერის მქონე და ქერა ქალბატონებს ძალიან უხდებათ ღია ფერის ქვები. შავგრემან, წითურ და წაბლისფერ თმიან ქალბატონებს ვურჩევთ აირჩიონ მკვეთრი, ნათელი ფერის ქვიანი საყურეები.
თმის ვარცხნილობათმის მაღალ ვარცხნილობას, როდესაც კისერი და ყურები ღიაა, უხდება გრძელი საყურეები გულსაკიდებით, ასევე ჯაჭვის საყურეები. აქ დროს სრულიად შეუსაბამო ვარიანტები არც არსებობს.
კეფაზე შეგროვებული თმებისთვის შესაფერისია გრძელი დახვეწილი საყურეები. იმ შემთხვევაში, თუ ყურები ღიაა, შეგიძლიათ გაიკეთოთ ლურსმანი-საყურე ან მრგვალი საყურე.
მოკლედ შეჭრილი თმის მფლობელებმა, უმჯობესია აირჩიოთ საყურეები, რომლებიც უფრო გრძელია ვიდრე თმა.
მოცულობითი თმის ვარცხნილობისთვის (დატალღული და ხვეული თმები) ნათელი, მკვეთრი ფერის საყურეები შესანიშნავია.
გრძელ, გაშლილ თმას ძალიან უხდება თხელი, გრძელი საყურეები.
თმის ასიმეტრიული ვარცხნილობისთვის საუკეთესო ვარიანტია სხვადასხვა საყურეები, როდესაც ღია ყურზე არის მოცულობითი საყურე, ხოლო თმებით დამალულ ყურზე - პატარა შეუმჩნეველი საყურე. კისრის სიგრძე
თუ გრძელი კისერი გაქვს, მაშინ ნებისმიერი საყურე მოგიხდებათ. მათთვის, ვისაც მოკლე კისერი აქვს, რეკომენდირებულია მინიატურული ლურსმანი-საყურე.
ქალის სიმაღლე
დაბალმა ქალებმა უმჯობესია ისეთ პატარა ზომის ნაკეთობებს მიაქციონ ყურადღება, რაც ყურის ბიბილოს ფარავს მხოლოდ. მაღალ ქალებს კი ვურჩევთ ჭაღისებურ და სხვადასხვა ტიპის გრძელ საყურეებს.
|
|