სხვა ოთხი ძირითადი ჩვევა და თქვენ ყოველდღიურად დაიწყებთ გამდიდრებას 2019, 22 მაისი, 8:25 ეძებდით სწრაფად გამდიდრების ფორმულას? აი ისიც! ჟურნალისტი მინდა ცეტლინი მოგითხრობთ იმ ოთხი ძირითადი ჩვევის შესახებ, რომლებმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდელად აქცია. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ და ახლავე მიბაძოთ მას. 1. იფიქრეთ როგორც მეწარმემგაქვთ გამომგონებლის ტვინი? მაშინ გაგიმარათლათ. ცეტლინი ამბობს, რომ უორენ ბაფეტის სამეწარმეო სული მას ეხმარება იპოვოს დამატებითი ფულის გამომუშავების სულ ახალ ახალი შესაძლებლობები. „მიუხედავად იმისა თუ რას საქმიანობთ, მიუხედავად იმისა თუ რას აკეთებთ, თუ ცოტა მეტის გამომუშავება გჭირდებათ, ყოველთვის არსებობს ამის გაკეთების შესაძლებლობები.“- ამბობს ცეტლინი. 2. ინვესტირებაცეტლინის თქმით, ბაფეტის თითქმის ყველა სიმდიდრე დაკავშირებულია მის ინვესტიციებთან. და აი კარგი სიახლე: ინვესტირება- ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეუძლია თითოეულს მისი ასაკისა და შემოსავლის მიუხედავად.
3. არ აიღოთ ვალი (ან, მხოლოდ რაც შეიძლება პატარა სესხი)ფულის ისევ და ისევ სესხება სწრაფად შეიძლება გადაიქცეს სპირალად. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეცდომაა, რომლის ჩადენაც თქვენ შეგიძლიათ. „დიახ, არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ვალის აღება აუცილებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად“, მაგალითად განათლება ან სახლის შეძენა, ამბობს ცეტლინი. მაგრამ, როგორც უორენ ბაფეტმა, თქვენც ეს უნდა გააკეთოთ ეკონომიურად და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია. დაგროვებული ვალის გადახდა რთული დასაფარია;გარდა ამისა, ის ნაკლებ ფულს ტოვებს ჯიბეში ხელფასიდან ხელფასამდე. 4. ხარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთამ ბოლო რჩევის თქმა უფრო იოლია, ვიდრე გაკეთება. რომ დაიწყოთ, ზეტლინი გირჩევთ გადახედოთ ხარჯებს და განსაზღვროთ, რა უფრო გჭირდებათ და რისი გადადავადება შეგიძლიათ. გარდა იმისა რომ თქვენი საფულე „გაგიღიმებთ“, ეკონომიურად ცხოვრებამ საერთო კეთილდღეობისათვის საკმაოდ დიდი სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ. ცეპლინის თქმით, „ თქვენ, უეჭველი ბედნიერი იქნებით, შეძლებთ მშვიდად იძინოთ, გაუმკლავდეთ საგანგებო ფინანსურ სიტუაციებს, და ვინ იცის, იქნებ თქვენც გახდეთ მომავალში მულტიმილიარდერი?“.
ეს ოთხი რჩევა - მხოლოდ დასაწყისია იმ რჩევების სიაში, რასაც პირადი ფინანსების ექსპერტები ასწავლიან.
საინტერესოა, თქვენ როგორი ჩვევები გაქვთ ფულთან მიმართებაში?
იხილეთ ასევე:
1341 7-ს მოსწონს
|