ქალი და მამაკაცი რა აღაგზნებთ მამაკაცებს 2012, 31 აგვისტო, 20:31 კონსულტატნების, სექსოლოგებისა და ფსიქოლოგების მთელი არმია მუშაობს, რათა მამაკაცის ბუნებას ჩასწვდნენ. დამეთანხმები, რომ ბოლომდე ვერაფერს შეისწავლი, მითუმეტეს ადამიანს. თუმცა, ექსპერტთა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და მეტნაკლებად შესძლეს საიდუმლოს ამოხსნა და მათი გულისკენ მიმავალი გზის გაკვლევა. სტატიაში მოყვანილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელთა გათვალისწინების შემდეგაც, შეძლებ მამაკაცი მოხიბლო და მისთვის მუდმივად სასურველ ქალად დარჩე. მაშ ასე, დავიწყოთ: რჩევა #1: თუკი მამაკაცთან ხანგრძლივ ურთიერთობას გეგმავ, არ დაწვე მასთან პირველივე პაემანზე. რაც მეტი დროა სექსუალურ ურთიერთობამდე, მამაკაცის ლტოლვა შენდამი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. რჩევა #2: იყავი ამოუცნობი!! მამაკაცს სჭირდება მრავალფეროვნება და შენგან სწორედ ამას მოელის. თავისუფლად გამოხატე შენი ემოციები და სექსუალური სურვილები თამამად გაუზიარე. გულახდილობით მის შენდამი ლტოლვას საგრძნობლად გაზრდი. რჩევა #3: მისწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება, როდესაც ის ჯერ კიდევ სამსახურშია. უთხარი, თუ როგორ მოუთმენლად ელოდები მის დაბრუნებას და არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ ლამაზი და სექსუალური საცვლები გაცვია, რომელიც მისი გემოვნების გათვალისწინებით, სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიძინე. რჩევა #4: არასოდეს მოაჩვენო მამაკაცს თავი - თითქოს საერთო ინტერესები გაქვთ, რადგან ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მატყუარა ქალი კი მამაკაცებს ნაკლებად იზიდავს. რჩევა #5: როდესაც შენი მეუღლე დაღლილია და შენთან საუბრის თავიც კი არ აქვს, წუწუნს და ბუზღუნს ნუ დაიწყებ, პირიქით - შეეცადე დაძაბულობა და სტრესი მოუხსნა. ნაზად მოეფერე ეროგენულ ადგილებზე და შეეცადე სიამოვნების მწვერვალზე აიყვანო. რჩევა #6: კარგი იქნება, თუ ხანდახან შესთავაზებ სადმე განმარტოვდეთ. ყველასგან და ყველაფრისგან შორს... ვინ თქვა, რომ თაფლობის თვე მხოლოდ ქორწინების პირველ დღეებში უნდა გქონდეთ?? რჩევა #7: ყოველთვის ისაუბრე ფიზიკური სიახლოვის იმ მომენტებზე, რომლებიც განსაკუთრებულად მოგწონს. უთხარი, რომ განუმეორებელია და მასთან თავს ნამდვილ ქალად გრძნობ. მამაკაცისთვის ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ საყვარელ ქალს აბედნიერებს. რჩევა #8: სთხოვე გაგიზიაროს საკუთარი სექსუალური ფანტაზიები და ეცადე სურვილები შეძლებისდაგვარად შეუსრულო. შენი ზრუნვა დაფასდება და არასოდეს გიღალატებს. მამაკაცების 74% ცოლს სწორედ იმიტომ ღალატობს, რომ მასთან ''მამაკაცურ მე''-ს ბოლომდე ვერ ამჟღავნებს. 297 7-ს მოსწონს
|