x
image
alex999
"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!

თურქმენეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ბევრი ტურისტული ადგილი, რათა სტუმრები მოხიბლოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მდიდარია ნავთობით, უმეტესი ნაწილი მაინც ყარაყუმის უდაბნოს უკავია. თუმცა დედამიწაზე არ არსებობს, ისეთი ქვეყანა, რომელსაც საინტერესო არაფერი გააჩნდეს, ამიტომ თურქმენეთში დიდი პოპულარულობით სარგებლობს ეგრეთწოდებული "ჯოჯოხეთის კარიბჭე". ამ ადგილას ცეცხლი 50 წელზე მეტია რაც საერთოდ არ ქრება.


image




ჯოჯოხეთის კარიბჭე ან დერვეზის ორმო არის ბუნებრივი გაზის ჭა თურქმენეთის აჰალის პროვინციაში, დერვეზის რაიონში. მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოს შუა ნაწილში, ქალაქ დერვეზთან, რომელიც აშგაბადიდან 290 კმ-შია. სინამდვილეში, ამ ადგილის მუდმივი დაწვის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამასთან, დღევანდელი გადმოსახედიდან დადგენილია, რომ იმ პერიოდის ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა ამ რეგიონში გაზის განადგურებაზე და პირობა დადეს იმის შესახებ, რომ ცეცხლი მალე ჩაქრებოდა.



რა მოხდა სინამდვილეში?


image




1971 წელს საბჭოთა ადმინისტრაციამ დანიშნა გეოლოგები, რათა ზუსტი ინფორმაცია მიეღოთ ცენტრალურ აზიაში ნავთობის არსებობის შესახებ და დაიწყო კვლევა რეგიონში. ნაგუსლისხმევ ადგილას მიღებულ იქნა ბურღვის გადაწყვეტილება, ამ პროცესში ისინი ნავთობს უფრო ეძებდნენ, თუმცა ტოქსიკური გაზი აღმოჩნდა... ამის შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა ამ გაზის დაწვა, რადგან იფიქრეს, რომ ეს გაზი მალევე გამოილეოდა, მაგრამ როგორც ხედავთ ისინი შეცდნენ და ამ შემთხვევითი შეცდომის საშუალებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი აჩუქეს. 50 წელი გავიდა და "ჯოჯოხეთის კარიბჭე" კვლავ იწვის!


image





მოგახსენებთ, რომ თურქმენეთში მსოფლიოს გაზის მარაგის 6%-ია, ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ფაქტს, რომ გაზის დიდი მარაგის გამო ცეცხლი არ ქრება. 2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა გურბანგულუ ბერდიმუჰამედოვმა კრატერის დახურვის ბრძანება გასცა, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ამ ოპერაციას ცოტაც და ერთი თანამშრომელიც ეწირებოდა, საბედნიეროდ გადარჩა.


image





ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ კრატერშია შესული არის ჯორჯ კურონისი(National Geographic -ის მკვლევარი). 2013 წელს კურონისმა დამაჯერებლად მოახერხა კრატერში შესვლა და მისი აღწერა. მისი თქმით, მიუხედავად მოგიზგიზე ცეცხლისა, კვამლი საერთოდარ არის...



image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



როგორი იქნება 2021 წელი თევზებისთვის?

image





როგორი იქნება 2021 წელი მერწყულებისთვიას?

image





როგორი იქნება 2021 წელი ვერძებისთვის?






დედიკოს გოგო - მონიკა ბელუჩის ქალიშვილი თავის სილამაზით მწვერვალისკენ მიიწევს...

image





როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის?

image

0
368
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0