ქალი და მამაკაცი რა აღაგზნებთ ქალებს 2012, 31 აგვისტო, 18:26 სექსოლოგები გვარწმუნებენ, რომ ყველა ქალს გააჩნია რაღაც იდუმალი წერტილები, რომლებიც უნდა მოძებნო და როდესაც იპოვნი კარგად შეისწავლო. ამ გზით შეძლებ შენი რჩეული სიამოვნების მწვერვალზე აიყვანო და საშუალება მისცე თავისი პიროვნება უკეთ გაგაცნოს.
სტატიაში მოყვანილია რამდენიმე რჩევა და ისინი იმ გზაზე დაგაყენებენ, რომელიც არა მარტო შენი პარტნიორის გულამდე მიგიყვანს, არამედ მის გულში შესასვლელ კარსაც გაგიღებს. ქალისთვის დღე უმეტესად დამღლელია, რადგან მან არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სახლზე, მეუღლესა და შვილებზეც უნდა იზრუნოს. დამიჯერე, რომ ამ და სხვა უამრავ ქალურ ტვირთს ის ღირსეულად გაუმკლავდება, თუკი გვერდით ნამდვილი მამაკაცი ეყოლება. რჩევა #1. დილიდანვე იზრუნე მის განწყობაზე. მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს. მგონი დღის არცთუ ისე კარგი დასაწყისია, არა? ასე რომ, შეარჩიე სასიამოვნო ხმის მქონე მაღვიძარა. გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მშვიდი მუსიკა არეგულირებს გულისცემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და შენი მეუღლე კარგ განწყობაზე გაიღვიძებს. გირჩევ, რომ პერიოდულად შეცვალო მელოდია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ტვინი შეიძლება ისე შეეჩვიოს მის ჰანგებს, გაღვიძების მაგივრად, ორივეს ტკბილად ჩაგეძინოთ. ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი იქნება თუკი შენს რჩეულს მოფერებით გამოაფხიზლებ. დილის სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ის უფრო ენერგიული და ბედნიერი გახდება. P.S : თუკი ყველაფერი კარგად გამოგივა, დამიჯერე, მალე თვითონვე გამოგაღვიძებს ხოლმე თავბრუდამხვევი ალერსით. რჩევა #2. გაანებივრე თბილი სიტყვებით ნუ დაგეზარება სასიამოვნო კომპლიმენტები უთხრა შენს მეორე ნახევარს. ეს მისთვის ძალიან დიდი ბედნიერების მომტანია. ქალი ყოველთვის მიილტვის იმისკენ, ვინც მის სილამაზეს აფასებს. რჩევა #3. მეტყველი შეხება ხელით ნაზად შეეხე მკერდზე, თეძოებზე და უთხარი როგორი მშვენიერია, უთხარი, რომ მისი სხეული გაგიჟებს და მუდამ გინდა ეფერო, რომ მისი ალერსით არასოდეს დაიღლები ... ნელ-ნელა ტანით შენსკენ მოიზიდე და ძლიერად ჩაიკარი გულში. რჩევა #4. იყავი ექსცენტრული ქალები გიჟდებიან დაუგეგმავ სექსზე. მიდი მასთან და უთხარი: ''მინდიხარ!! ამ წამსვე და აქვე!!'' ოღონდ, რა თქმა უნდა, შენ წინასწარ უნდა გაითვალისწინო დრო და ადგილი. თუ მაგალითად, ამას მაშინ გააკეთებ, როდესაც სტუმრად ხართ, ან მაღაზიაში ტანსაცმელს არჩევთ, გამორიცხული არაა, რომ შენმა რჩეულმა ''იმ წამსვე და იქვე'' მიგატოვოს. რჩევა #5. იპოვნე გასაღები აუცილებელია, კარგად შეისწავლო მისი სხეულის ენა. კარგად გეცოდინება, რომ ქალის ნათქვამი ''არა'', ხშირად ნიშნავს ''კი''-ს. როგორ უნდა მიხვდე?? ---> თვალებში უყურე !! ყურადღება მიაქციე მოფერებისას რა უფრო მოსწონს და ეცადე აღმოაჩინო მისი ყველა ეროგენული ზონა. დამეთანხმები, რომ ქართველ ქალებს ბევრი კომპლექსი აქვთ და განსაკუთრებით საწოლში. ეცადე გაანთავისუფლო ამ ბორკილებისგან. ამისთვის, სექსუალური ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი უნდა გახადო. მუდმივად ერთსა და იმავე პოზას ნუ გადაეკიდები. როდესაც შენი რჩეული დაინახავს რომ ემოციებს თავისუფლად გამოხატავ და იდეებსაც გულახდილად უზიარებ, თვითონაც განთავისუფლდება და საკუთარ ''ქალურ მე''-ს ბოლომდე გადაგიშლის. გისურვებ ბედნიერ სიყვარულს და მადლობა, რომ ჩემი სტატია წაიკითხე <3 880 10-ს მოსწონს 1-ს არა
|