ვარსკვლავები ჰოლზის თამამმა ჩაცმულობამ ყველა მისი "ღირსება" გააშიშვლა, თუმცა დამსწრეები უფრო მომღერლის რეაქციამ დააბნია 2021, 17 თებერვალი, 14:06 გასულ კვირას ნიუ - იორკში ყოველწლიური "amfAR" - ის გალა საღამო გაიმართა. ღონისძიების მიზანი ელტონ ჯონის მიერ დაარსებული შიდსის ფონდისთვის თანხების შეგროვება გახლდათ. საღამოს მრავალი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. წითელ ხალიჩაზე თამამი კოსტიუმების დემონსტრირებაში ერთმანეთს - იზაბელ ფონტანა, ჰაიდი კლუმი, ეშლი გრემი, ნინა აგდალი, ელზა ჰოსკი და კიდევ სხვა ბევრი შოუ - ბიზნესის წარმომადგენელი ეცილებოდა.თუმცა სტუმრებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელი ამერიკელი მომღერალი ჰოლზი გახლდათ, რომელმაც თავისი თამამი ჩაცმულობით ყველა შოკში ჩააგდო. გოგონა ჟურნალისტების წინაშე შავი, მჭიდროდ მომდგარი კაბით წარსდგა ცალ გვერდზე მაღალი ჭრილით.კაბა იმდენად "გულახდილი" იყო, რომ პოპ - ვარსკვლავს შემთხვევით, სხეულის ყველაზე ინტიმური ნაწილი მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოუჩნდა.თუმცა ამ ფაქტმა გოგონა უხერხულ მდგომარეობაში სულაც არ ჩააგდო, პირიქით, ის კვლავაც ამაყად განაგრძობდა პოზირებას ფოტოგრაფების წინაშე, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ ეს ყოველივე კარგად დაგეგმილი პიარსვლა იყო თუ გოგონამ კონფუზი უბრალოდ ვერ შეამჩნია.745 შეფასება არ არის |