ქალი და მამაკაცი ქმარი თოფივით ასწია მაღლა და დაატრიალა. რამ შეაყვარა მაქსს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქალი- ქეითი 2021, 16 თებერვალი, 17:52 ![]() რა თქმა უნდა... ქეთმა მოიგო. მოიგებდა, აბა, რა, ქალი, რომელმაც თითებით დაბდღვნა რკინის ჯაჭვები; ხიდი დაიჭირა, რომელზეც ცხენი და ეტლი გადიოდა; თავზე მაღლა აწია 136 კილოგრამიანი საგანი! იმ დროის უძლიერესი სანდოუც კი ამ სიმძიმეს მკერდამდეც ვერ ასწევდა. მაგრამ ქეითმა შეძლო! მას შემდეგ მან თავის თავს "სანდვინა" უწოდა - იმ ძლიერი კაცის სახელის მიხედვით, რომელიც დაამარცხა. მას ასევე უწოდებდნენ "ლედი ჰერკულესს". ასე დაქორწინდა ლედი ჰერკულესი მის მიერ დამარცხებულ აკრობატ მაქსზე.დაქორწინდა და დაიწყო მისით მანიპულირება. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: მან ერთი ხელით ასწია ქმარი, თავზე დაიტრიალა, თითქოს მასი თოფი იყო და ის ჯარისკაცი. ისინი ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობდნენ 52 წლის განმავლობაში. მათ ორი ძლიერი ვაჟი შეეძინათ. სიბერეში საკუთარი რესტორანი გახსნეს, სადაც ლედი ჰერკულესი ზოგჯერ სტუმრებს ართობდა, ფოლადის ზოდებს სასაცილო ფიგურებად აქცევდა. აერთხელ უხეში მოძალადე შემოიჭრა ქეითის დაწესებულებაში, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ გაფრინდა - მართლა გაფრინდა. მადამ ჰერკულესს ხულიგნები არ უყვარდა. შიძლება ზოგს შეგეცოდოთ მისი ქმარი, ის ქეითი ხომ ქმრით მანიპულირებდა? ის უბედური უნდა ყოფილიყო ამ საშინელ ქორწინებაში! თუმცა არა, მაქსი ძალიან ბედნიერი იყო, აღიარებდა და პატივს სცემდა ქეითის ძლიერებას. ქეითი არ იყო უხეში და მამაკაცური ხასიათის: ქალურად იმოსებოდა და ყველანაირად ხაზს უსვამდა მის ქალურობას. გაზეთები მასზე წერდნენ: ”საოცარია მისი თვისებების მშვენიერება, ლამაზი ტუჩითა და კლასიკური ნიკაპით ის შედევრულ მარმარილოს ქანდაკებას ჰგავს. მისი კისერი საყრდენია. მისი მხრები და ზურგი, როგორც ჩანს, თავად მიქელანჯელომ გამოძერწა”. მთავარი კი ის არის რომ ქორწინება არ არის კონკურსი ცოლ-ქმარს შორის, ვინ უფრო ძლიერია. ოჯახურ ურთიერთობაში ერთი შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე მეორე. თან ბევრად უფრო ძლიერიც. უბრალოდ, ორივემ უნდა გამოიყენოს ამ ერთის ძალა სწორად და ოჯახის საკეთილდღეოდ, სიყვარულის სასიკეთოდ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლედი ჰერკულესი ქმარს მის ნებაზე ატრიალებდა. მაგრამ რეალურად ისინი ერთმანეთის გასაბედნიერებლად ცხოვრობდნენ. მამაკაცებო, სინამდვილეში სულიერად და ფიზიკურად ძლიერი ქალების უკან იმალება ნამდვილი ბედნიერება- სისუსტეც და სინაზეც, უზარმაზარი ენერგიაც, მათ შორის, სიყვარულისთვის და თვითონ სიყვარულიც 49 1-ს მოსწონს
|