საბუნებისმეტყველო ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს 2021, 17 თებერვალი, 0:24 ![]() ბულგარეთში, ძველი ნაქალაქარის, პროვადიის მახლობლად, დასახლებაში Соляная яма, ნაპოვნია არტეფაქტი. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა სოფიის ნაციონალური მუზეუმის პროფესორის, ვასილი ნიკოლოვის ხელმძღვანელობით, ქალაქი პროვადია კი ევროპის ყველაზე უძველესი ქალაქია, რომელიც ძველი წ.აღ. v ათასწლეულით თარიღდება. ![]() ნაპოვნი არტეფაქტი წარმოადგენს ნიღაბს, რომელიც საოცრად ჰგავს იმ უცხოპლანეტელის სახეს, რომელიც ჩვენთვის სამეცნიერი ფანტასტიკამ შექმნა, იტყობინება Archaeology in Bulgaria. აღმოჩენა მიეკუთვნება გვიანი ენეოლითის ხანას, დაახლ.4000 წ. ძვ.წელთაღრივხვით. "უცხოპლანეტელის" ყურებში მცირე ნახვრეტებია, რაც ალბათ გამოიყენებოდა მასში ძაფის გასაყრელად. პროფესორმა ვასილი ნიკოლოვმა, ბულგარეთის რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ არის დაზუსტებული, თუ რისთვის გამოიყენებოდა 6000 წლიანი თიხის ნივთი. "მე არ ვიცი, თუმცა შეიძლება ეს არტეფაქტი იმ ადამიანის სოციალური სტატუსის აღმნიშვნელი იყო, ვინც მას მკერდზე ატარებდა". ![]() თუმცა, რა დანიშნულებისაც არ უნდა იყოს მოცემული ნივთი, შესრულების სტილისტიკა ძალიან ჰგავს ვინჩის კულტურის არტეფაქტებს. ![]()
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |