x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„რესტორანში კოცნაობის შიშიაო და აქ ნიავდებაო! გადაწიეთ, კომენდანტის საათი!“ - კახი მამულაშვილი
image


პროდუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორი ხალხმრავლობაა მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ფონზე ლელა წურწუმიას მეუღლეს უკვირს, რატომ არ იხსნება რესტორნები და რატომ იქნება შაბათ-კვირას კვლავაც სრული ლოქდაუნი.

.

„არა შაბათ-კვირას და არა რესტორნებსო.


რესტორანში კოცნაობის შიშიაო და აქ ნიავდებაო და ყველა ნიღბითააო.

ამ დროს რომ ხსნი საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კომენდანტი მაინც გადაწიეთ, ხალხი ნორმალურად მივიდეს, სიჩქარის გარეშე სახლებში”. – წერს კახი მამულაშვილი.

.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 108 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 378 824 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 80 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 25.4 მილიონს შეადგენს.

.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

.

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც პანდემიის წარმოშობას იკვლევს, კორონავირუსით ინფიცირების ადრეული შემთხვევების შესახებ მონაცემების გადაცემაზე უარი განუცხადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერმა წევრმა ინფექციური დაავადებების ავსტრალიელმა ექსპერტმა დომინიკ დუერმა განაცხადა.

.

მისი ინფორმაციით, ჯგუფმა ჩინეთისგან პაციენტების დაუმუშავებელი მონაცემები მოითხოვა, რომელიც ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლენილ 174 შემთხვევას ეხებოდა, თუმცა მხოლოდ შემაჯამებელი ინფორმაცია მიიღეს.

,

დომინიკ დუერის თქმით, დაუმუშავებელი მონაცემები შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა რა კითხვები დაუსვეს ცალკეულ პაციენტებს, მათ მიერ გაცემულ პასუხებსა და იმას, თუ როგორ მოხდა მათი პასუხების ანალიზი.

.

მეცნიერმა განმარტა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოკვლევის დროს დაუმუშავებელი მონაცემების განხილვა სტანდარტული პრაქტიკაა და მასზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ აღნიშნული 174 შემთხვევიდან მხოლოდ ნახევარია დაკავშირებული ქალაქ უხანის „ჰუანანის“ ბაზართან, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა. დომინიკ დუერის განცხადებით, პაციენტების დაუმუშავებელ მონაცემებთან წვდომის საკითხი ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებშიც იქნება ნახსენები, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ყველა ვარაუდი ჯერჯერობით ღიად რჩება.

.

„წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ზოგიერთი სამუშაო, შესაძლოა ჩვენი ჯგუფის მისიის ფარგლებს გარეთ იყოს“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

,

მისი განმარტებით, ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს.

,

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ ნახავდა. თუმცა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რაც კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობის ახსნასთან გვაახლოებს, “- განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების გუნდმა, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩინეთს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების საკითხს აღარ გადახედავდნენ, ვინაიდან ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდათ. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მისიის დასკვნებს განიხილავდა.

.

ჯანმო-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი ჰიპოთეზა ვირუსის ღამურაში წარმოშობაა, თუმცა არსებობს რამდენიმე სცენარი იმის შესახებ, თუ როგორ გადავიდა იგი ადამიანზე. მათი განმარტები, შესაძლოა ვირუსი ღამურადან ცხოველის სხვა სახეობაზე, შემდეგ კი ადამიანზე გადავიდა.

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0