x
image
მაქს კავალერა
"ყველანი ერთ თამაშს თამაშობენ, რადგან მათ დაურეკეს, ათქმევინეს რაღაც პოზიცია"

image

სოზარ სუბარი - აღმოჩნდა, რომ გავრილოვი, მელია და მათი ტელევიზიები ერთ თამაშს თამაშობენ, ნიკა მელია ბაქი-ბუქობს, რომ მას ვერავინ დაიჭერს, მეორე მხრივ კი შეშინებულია და მოკავშირეებს ეძებს
აღმოჩნდა, რომ გავრილოვი, მელია და მათი ტელევიზიები ყველანი ერთ თამაშს თამაშობენ, რადგან მათ დაურეკეს, ათქმევინეს რაღაც პოზიცია, რომელიც ჰგონიათ, რომ მათი სასარგებლოა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„აღმოჩნდა, რომ გავრილოვი, მელია და მათი ტელევიზიები ყველანი ერთ თამაშს თამაშობენ, რადგან მათ დაურეკეს, ათქმევინეს რაღაც პოზიცია, რიმელიც ჰგონიათ, რომ მათი სასარგებლოა. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი შავი საქმე.
„უკეთესი მოკავშირე, ვიდრე არის გავრილოვი, მისთვის ძნელად წარმომიდგენია“, – დასძინა სუბარმა.
გავრილოვის კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
91
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0