სხვა რესტორნის მფლობელებთან ქვაბით და ქათმით მოსიარულე სანდერსი მილიონერი გახდა 2021, 15 თებერვალი, 22:15
62 წლის პოლკოვნიკ სანდერსს გემრიელი შემწვარი ქათმის რეცეპტს გარდა არაფერი აქვს. ჰო, კიდევ ვალი აქვს, ძალიან დიდი. აღარც რესტორანი, აღარაც სახლი, რომელიც ვალის გამო ბანკმა ჩამოართვა.
და ეს არ არის სანდერსის დაუდევრობის ბრალი. უბრალოდ, ახალი ავტომაგისტრალი გაკეთდა და იმ ძველი გზით, სადაც მისი პატარა რესტორანი მდებარეობდა, აღარავინ მოძრაობდა.
62 წელი არც ისე იმედიანად გამოიყურება, ხომ ასეა? ეს ჩვენთვის. თორემ სანდერსი საოცრებას შეძლებს. უმამოდ გაიზარდა და უმცროს დედმამიშვილებს მეთვალყურეობდა - სადილებს უმზადებდა, ვიდრე დედა სამუშაოდან დაბრუნდებოდა. ასე ისწავლა ქათმის განსაკუთრებული რეცეპტით შეწვა - მისი მიერ ნაცადი სანელებლების კომბინაციით შეზავებულის, განა ისე? თორემ ქათამს ყველანიც ვწვავთ. ორმოცი წლის ასაკში, დიდი დეპრესიის დროს, ფლობდა პატარა ბენზინგასამართ სადგურს. მაგრამ საბედნიეროდ, თავად სანდერსი დეპრესიას არ შეუპყრია. ერთხელ, როცა ბენზინგასამართ სადგურში სტუმრებს საკუთარი ნახელავის დაგემოვნება შესთავაზა, სტუმრები მოხიბლულები დარჩნენ. სწორედ ამის შემდეგ გახსნა მან ის პატარა რესტორანი ახალ გზასთან ახლოს, რომელი გზაც ახლა დაძველდა. შემწვარმა ქათამმმა ბენზინზე მეტი შემოსავალი მოუტანა. სანდერსი, რომელსაც პოლკოვნიკის წოდება გემრიელი ქათმისთვის მიენიჭა (მაშინ ეს შესაძლებელი იყო), ახალი გზის გაუვანის გამო გაკოტრდა. არადა არც ისე პატარა ასაკი აქვს, ცხოვრება ახლიდან რომ დაიწყოს. სანდერსმა აიღო სანელებლები, ქვაბი და ქათამი. და დაიწყო რესტორნების შემოვლა. რესტორნის პატრონებს ევედრებოდა, ნება მიეცათ მისთვის, ქათამი მისებურად შეეწვა. ბევრგან არ შეუშვეს და სიცილით გამოაგდეს ძველი პოლკოვნიკი, სადღაც კი ნება დართეს. აი, სადაც ნება დართეს, გროშები მისცეს. თუმცა ქათამი მართლაც ძალიან გემრიელი და წვნიანი გამოსდიოდა. ასე კაპიკ-კაპიკ შექმნა დანაზოგი, რომლითაც ისევ პატარა რესტორანი მოაწყო ახლა უკვე ახალ გზასთან, მერე მეორე, მესამე და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი ქსელი შექმნა. აწყობილი ბიზნესი მან 6 წელიწადში ორ მილიონ დოლარად გაყიდა. დამეთანხმებით, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ქვევით და არც ზევით - სულ პაწაწინა ბიჭმა შექმნა ის გემრიელი რეცეპტი, რომელიც მერე უკვე ასაკოვანმა გამოიყენა. ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაფიქრდე, რისი გაკეთება შეგიძლია კარგად, რისი უნარი გაქვს. ქსოვის? კერვის? სწავლების? სანტექნიკაის შეკეთების? ხატვის? გემრიელი ღვეზელების მომზადების? რისი გაკეთება შეგიძლია მშვენივრად? ქართველს - ყველაფრის! არა, ეს არ არის სარკაზმით ნათქვამი. მართლა ყველაფრის უნარი აქვს, მართლაც ნიჭიერი ერი ვართ. იმდენი ადამიანია, ვინც იცის, როგორ გააკეთოს რაიმე კარგად. მაგრამ ერთი ნაკლი გვაქვს: ვერასდროს მივალთ სანდერსივი რესტორნის მფლობელებთან ქვაბით და ქათმით ხელში, რადგან გვრცხვენია. სირცხვილი კი სიღარიბეში ცხოვრებაა მაშინ, როცა ხელ-ფეხი ადგილზე გაქვს და ავად არ ხარ. არ იფიქროთ, რომ ვინმე მოვა და რაიმეს შემოგთავაზებთ! ჯერ არცერთი მთა არ მისულა მუჰამედთან. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ. სანდერსმა ოთხმოცდაათი წელი იცოცხლა. მან თავისი სიბერე ფუფუნებაში გაატარა, რადგან დროულად მიხვდა, რომ თავისი ცოდნა და უნარები უნდა შესთავაზოს მათ, ვისაც ის სჭირდება. 33 1-ს მოსწონს
|