x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თხოვნა მაქვს ბოლომდე წაიკითხოთ, ის თითქოს მეუფის მოკვლას აპირებდა"- ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ფისბუქსტატუსს ავრცელებს და სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს ციანიდის საქმესთან კავშირში ამხელს. გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: "ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივა და თხოვნა მაქვს ბოლომდე წაიკითხოთ- ციანიდის საქმის ანატომია: გერმანიაში საოპერაციოდ წაყვანილი პატრიარქი იმდენად მძიმე იყო, მინიმალური შანსი არსებობდა მისი გადარჩენის. მემკვიდრედ მიიჩნეოდა უწმინდესის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი, მისი სიძე სოსო ოხანაშვილი იყო პატრიარქის დაცვის უფროსი, მამა გიორგი კი დიმიტრის ხელდასმული. ციანიდის შეკერილი საქმის შედეგად, სოსო ოხანაშვილი ქვეყნიდან წავიდა, მამა გიორგი ტუსაღია, მეუფე დიმიტრის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ციანიდამდე იყო ზაზა ქვარაიას ეპიზოდი, თითქოს ის მეუფე იაკობის მოკვლას აპირებდა.(ეს ვერსია დაიბრაკა) სოსო გოგაშვილის ამოცანა იყო მეუფე იაკობისთვის გაეკვალა გზა საპატრიარქო ტახტისკენ და შესაბამისად, ის ყოფილიყო ხელშეუხებელი ჩინოვნიკი. ამ გზაზე მან დაგეგმა და განახორციელა მეუფე სერაფიმეს სკანდალი, მეუფე იობს გაუყო ეპარქია და იქ მისი ცოლის ბიძაშვილი მეუფე სვიმონი დაანიშნინა სინოდს, ასევე, სუსის მედიის მეშვეობით მოხდა თეოდორე ჭუაძის დისკრადიტაცია ლარად გადაცემული ქონების გამო, რომელიც მისი საერთოდ არ აღმოჩნდა. გუშინდელი "აღსარება" არც შემთხვევითი ყოფილა და არც უდროო. ორი კითხვა მაქვს: როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვის ეხმარება ახლა გოგაშვილი საპატრიარქო ტახტზე? (ფაქტია, რომ მოსაყდრე შიო არა" - წერს ელისო კილაძე.







0
326
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
326