x
image
თუთიკო ბერძენა
ან სამედიცინო და იურიდიულ ტერმინთა განმატრებითი ლექსიკონები დაგვირიგეთ მოსახლეობას, ან ქართულად ილაპარაკეთ!
image

ლინგვისტიკაზე არ გეგონოთ ლაპარაკი, დღევანდელობაზეა.
ჩვენთან, ქუთაისში, რიონის პირას დაბადებული ფილოლოგიის კოლოსი ნიკო მარი - დიდი ივანე ჯავახიშვილის მასწავლებელი- ასე წერდა ქართული ენის შესახებ:


"ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რა გინდა რა ენით. აზრი არ მოიპოვება არცერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არათუ ქართულმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს. ასე მდიდრულია ქართული, შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიური ენაა".

ჩვენი ანბანი ყველაზე სრულყოფილი ანბანია ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია. არ არსებობს არცერთი უცხო ტერმინი, ქართულმა, რომ ვერ გადმოსცეს. ასე ამბობდა დაახლოებით ორმოცდახუთი ენის მცოდნე კაცი.
ამიტომ რანგის მიუხედავად, მედიცინის ყველა მუშაკმა, რომლებიც ამ დაძაბულ დროს ფართო მოსახლეობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აწვდიან რჩევას თუ ინფორმაციას, საერთოდ უნდა ამოიღონ საუბრიდან ვიწროდ სპეციალიზებული ტერმინები და ისაუბრონ მარტივი ენით.

მშრომელ ქართველ გლეხს, რომელსაც დღეს თავისი გასჭირვებია, ექიმები აწვდიან ინფორმაციას ასე:

"გასათვალისწინებელია კონტაგიოზურობაც, ეს კონვერსირებული ვირუსი იმპლემენტირდება და ციტოლიზს ახდენს, შემდეგ რეპროდუცირდება, თანდათანობით მანიფესტირდება და პოსტ ფაქტუმ ხდება უკვე მისი ინდიკაცია".

ქართველები არ ხართ, ექიმებო? ეს არის სამედიცინო, მეცნიერული აკადემიური ენა და ხალხს არაფერში სჭირდება.

აი, ქართული, "ქრისტიანული თარგმანი" ამ მეცნიერული აბდაუბდისა:


"გასათვალისწინებელია დასნებოვნების უნარიც. ეს თვისებაშეცვლილი ვირუსი შეაღწევს და დაშლის უჯრედს, შემდეგ მრავლდება, თანდათანობით კლინიკურად გამოვლინდება და ამის შემდეგ ხდება მისი აღმოჩენა".

მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის გაუგებარია ტერმინები: "ვირუსის ექსპოზიცია", "იმპლემენტაცია", , "ინდიკაცია", "კონტაგიოზურობა", "სეროპროფილაქტიკა", "ტროპიზმი", "პერსისტირება"“ "კონვერსია", "ოპორტუნისტული" და ა.შ.
"კლასტერი"- არის მხოლოდ ადამიანთა ვიწრო ჯგუფი, მეტი არაფერი!
ყოველივე გენიალური მარტივია!

აივსო ენა ბარბარიზმებით. ყოველი ახალი მოვლენა - კარგი თუ ცუდი - რაიმე ახალ ტერმინს შემოაგდებს და დავაცხრებით ჩვენც მშიერი ჩიტებივით დაა გვაკერია ენაზე. ასე დამკვიდრდა უთვალავი გაუგებრობა.

ეს არა მარტო ექიმებს, არამედ პოლიტიკოსებსაც ეხება. არაერთი დეპუტატი ან მინისტრი, აქაოდა მაღალ ტრიბუნაზე ვდგავარ და ხომ უნდა გამოვირჩეოდე, რომ ორი ღერი უცხოური სიტყვა დამიზუთხავსო და გადმოდგებიან და ურახუნებენ ამ იურიდიულ ტერმინოლოგიას ისე, რომ ტელევიზორებთან მიმჯდარმა მოსახლეობამ უცხო სიტყვათა ლექსიკონი ან იურიდიულ ტერმინთა ლექსიკონი უნდა ბუნრჯგნოს პარალელურად, რომ გაიგოს, რისი თქმა სურდა მის არჩეულ ხელისუფალს!



ფოტოზე მარცხნივ ნიკო მარია, მარჯვნივ - ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე ქართული ხელნაწერების კვლევისას. სწორედ აქ მიაკვლია ნიკო მარმა გიორგი მერჩულეს
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას

0
130
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0