რჩევები რომელია დედა და რომელი ქალიშვილი? 2021, 14 თებერვალი, 16:57 ვინა ნაიერი (Veena Nayyer)უკვე მიეჩვია იმას, რომ მას ზრდასრული ქალიშვილის მეგობრად მიიჩნევენ.
ინგლისელი ვინა ნაიერი არ მალავს, რომ იგი მისი 28 წლის ქალიშვილის თანატოლი ჰგონიათ და მეტიც, მაღაზიაში პერიოდულად სთხოვენ, აჩვენოს პასპორტი ალკოჰოლის ყიდვის დროს. იგი მუშაობს ვიზაჟისტად და, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაკიაჟის ხელოვნების დაუფლება, არამედ კანისთვის დამატენიანებელი საშუალებების რეგულარული გამოყენება. მისი აზრით, უმჯობესია ამის გაკეთება მოზარდ ასაკში დაიწყო. ნაიერი დღეში ოთხჯერ ისვამს დამატენიანებელ კრემს და იყენებს არანაკლებ SPF 50 ინდექსის მზისგან დამცავ კრემს. გარდა ამისა, ის პრაქტიკას გადის სილამაზის ინექციებზე და ებრძვის ასაკთან დაკავშირებული კანის ცვლილებებს მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებებით. მან გამომწერებს მოუწოდა, ფრთხილად შეარჩიონ კოსმეტიკა ასაკის შესაბამისად, წლების შემდეგ შეცვალონ ისინი და ჩვევის გამო არ გააგრძელონ იმის ხმარება, რაც მოსწონდათ ახალგაზრდობაში. ერთი წლის წინ მან გაიარა ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიის კურსი. ამან საშუალება მისცა ნაიერს შეენარჩუნებინა კანი და თმა კარგ მდგომარეობაში. იგი ასევე მიიჩნევს, რომ მუდმივად არ უნდა იტანჯოთ მკაცრი დიეტებით და შეგიძლიათ ზოგჯერ ნამცხვრებით და ჩიპსებით გაინებივროთ თავი. ასევე ნაკლებად უნდა ინერვიულოთ. ”მე ვარ ძალზე პოზიტიური ადამიანი, რომელიც რეგულარულად და სიამოვნებით ზრუნავს საკუთარ თავზე, ვფიქრობ, ეს მეხმარება, რომ უფრო ქორფად და ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე”, - თქვა ინგლისელმა ქალმა. 158 6-ს მოსწონს
|