ტკბილეული ჰაეროვანი ფანქეიქები იაპონურად 2021, 13 თებერვალი, 15:52 2 ულუფა; 35 წუთი; საჭირო პროდუქტები: მსხვილი კვერცხი - 2 ცალი; ხორბლის ფქვილი - 40 გრამი; რძე - 25 გრამი; შაქარი - 40 გრამი; გამაფხვიერებელი - 1/2 ჩაის კოვზი; ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი; მცენარეული ზეთი (გამოსაცხობად) - 1 ჩაის კოვზი; თაფლი - გემოვნებით; მომზადება: კვერცხები დატეხეთ. ცილა ცალკე განათავსეთ, გული - ცალკე. ცალკე, ღრმა ჯამში კვერცხის გული და რძე ნაწილ-ნაწილ ურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი. მიქსერით თქვიფეთ დაბალი სიჩქარით 2-3 წუთით, სანამ არ აქაფდება, აფუმფულდება. 3-4-ჯერ, ანუ ნელ-ნელა უმატეთ შაქარი და 3-4 წუთის განმავლობაში თქვიფეთ. დაახლოებით 1 სუფრის კოვზი კვერცხის ცილა აურიეთ ცომში.ათვქიფეთ მასა. გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, წაუსვით მცენარეული ზეთით, მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი ქაღალდის ხელსახოცით (სალფეთქით). მაქსიმალურად დაუკელით ალს. დაასხით ტაფაზე ფანქეიქის ცომი ულუფებად, 2.5-3 სუფრის კოვზი თითოეული ბლინისათვის. ტაფის ფსკერზე დაასხით 1-2 ჩაის კოვზი წყალი (რათა ორთქლი გამოუშვას ცხობის დროს). დაახურეთ ტაფას თავსახური და აცხვეთ ფანქეიქები დაბალ ცეცხლზე, 5-6 წუთის განმავლობაში, სანამ ცომის ზედაპირი არ გაშრება და არ შეწითლდება. ფანქეიქები ნაზად გადაატრიალეთ მეორე მხარეს. ტაფაზე ისევ დაასხით 1-2 ჩაის კოვზი წყალი. დააფარეთ თავსახური და აცალეთ დაახლოებით 5-6 წუთი. ფანქეიქის კიდეს შეეხეთ თითის წვერით: თუ არ გეკვრებათ, მაშინ ფანქეიქი გამომცხვარია. სულ 6 ფანქეიქს მიიღებთ. ჰაეროვანი იაპონური ფანქეიქები მზადაა. გადაიტანეთ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან. სურვილისამებრ, მოასხით თაფლი. გემრიელად მიირთვით. 30 შეფასება არ არის
|