x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
პინგვინი 8000 კმ. ცურავს ყოველ წელს მეგობრის მოსანახულებლად, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა

ბრაზილიაში გარეული ცხოველის ყოლა სახლში კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი, დინდიმი ყოველ წელს თავის საკუთარ მეგობართან მოდის საცხოვრებლად, რომელსაც ის 2011 წელს ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე შეხვდა.

71 წლის პენსიონერმა მეთევზემ, წარსულში კალატოზმა, ჯოაო პერეირა დე სოუზამ დინდიმი იპოვა, სამხრეთ ამერიკის მაგელანური პინგვინი, რომელიც ნავთობში იყო ამოსვრილი და კვდებოდა. როდესაც დე სოუზამ იზრუნა მასზე და გამოაჯანმრთელა, მის და გასაკვირად ფრინველმა მასთან დარჩენა გადაწყვიტა. როდესაც პინგვინი ბოლოს და ბოლოს წავიდა, კაცი გაოცებული დარჩა მეორე წელს დინდიმი მის მოსანახულებლად რომ ჩამოვიდა.


"მე მიყვარს ეს პინგვინი, თითქოს ჩემი საკუთარი შვილი ყოფილიყოს და მჯერა რომ პინგვინსაც ვუყვარვარ, " უთხრა ჯოაომ Globo TV-ის. "სხვას არავის შეუძლია მას შეეხოს, რადგან ნისკარტით სცემს ყველას, ვინც კი ამას გაბედავს. დინდიმი ჩემს კალთაში წევს, ნებას მაძლევს რომ დავბანო, სარდინებით გამოვკვებო და ხელში ავიყვანო."


image


"ყველა ამბობდა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე პინგვინი ჩემს მოსანახულებლად მოდის."



71 წლის ჯოაომ ნავთობში ამოსვრილი მომაკვდავი პინგვინი 2011 წელს იპოვა


image



"ის ჩემთან 11 თვის მანძილზე დარჩა და შემდეგ... გაუჩინარდა."



თუმცა დინდიმი ყოველ წელს 8 000 კმ. ცურვს თავისი მხსნელის მოსანახულებლად


image


"მე მიყვარს პინგვინი ისე, როგორც საკუთარი შვილი და მჯერა რომ მასაც ვუყვარვარ. როდესაც მხედავს, კუდს იქნევს ძაღლივით და სიამოვნების ნიშნად ხმებს გამოსცემს."


image

"არავის შეუძლია მასთან მიახლოვება, რადგან დინდიმი სხვებს აგრესიულად ხვდება."


image


"მე არასდროს მინახავს ადრე მსგავსი რამ. ვფიქრობ რომ დინდიმი ჯოაოს თავისი ოჯახის ნაწილად მიიჩნევს და ჯოაოსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ" –თქვა ბიოლოგმა პროფესორმა კრაჟევსკიმ.


ასევე დაგაინტერესებთ:


თვისება, რომელსაც კენგურუ აბი ფლობს, ბევრ ადამიანს არ გააჩნია


9 უცნობი ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ


რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს


10 ყველაზე სახიფათო და არაადეკვატური ცხოველი დედამიწაზე


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან?


ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი)


3
393
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
393
  
2021, 3 მარტი, 0:40
უღრმესი მადლობა, ნიკოლოზ, ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის მეც ვისურვებდი ამას, ვეცდები :)
ყველაზე ტოპ ავტორის ყველაზე ტოპ სტატია, როგორც ყოველთვის იყო არის და კარგი იქნება სამომავლოდაც თუ ხშირად შემოგვთავაზებ სხვა სტატიებსაც... ????????
0 1 3