x
image
მაქს კავალერა
“ტელევიზორში ერთი პუჭურა გოგო ლაპარაკობს"...

image

გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

“ტელევიზორში ერთი პუჭურა გოგო ლაპარაკობს… ლაპარაკობს კი არა, წიკვინებს. ყბებს იქნევს, სიმინდის საცეხველი გეგონებათ.
ხელში მიკროფონი უჭირავს, ჟჟჟჟჟჟუუურრრნალისტი ვარო.
ამტკიცებს, ამ კვირის ბოლოს თუ არა, იმ კვირის ბოლოს ილია მეორეს აუცილებლად გადააყენებენ და პატრიარქად რუსეთის აგენტ შიოს დანიშნავენო. ეს იქნება კრემლის კიდევ ერთი გამარჯვებაო.
გოგო, მიკროფონი რომ უჭირავს ხელში, კადრს მიღმა ალბათ სიმპატიური იქნება… თუმცა ეხლა ცოფიანივით არი, პირიდან დუჟი გადმოსდის. შავნოდარას გავლენა ეტყობა. ფაქტობრივად, პატარა ნოდარაა.
გოგო ვიღაცებს ალაპარაკებს. ერთი იძახის, პატრიარქს ამ ხუთშაბათს გადააყენებენო. მეორე ამბობს, ზუსტად არ ვიციო, შეიძლება არც გადააყენონო.
არა მგონია, ამ გოგოს იმდენს აძლევდნენ, სულის გაყიდვად რომ ღირდეს. ჩემი აზრით, შავნოდარობას აწვება, რათა მოდური ჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟჟუუუურრრრნალისტი იყოს.
ან ნოდარა, ან ინგა, ან ჟიჟი, ან ტრაპაიძე, ან ბუკა-ეკა, ან ესა, ან ისა… ამათ უნდა მიჰბაძოს, ამათებურად უნდა ილაპარაკოს და იმსჯელოს, ესენი არიან იდეალურები, მისაბაძები.
ვაააახ, თქვენიიიიიიიიიიი!!!” – წერს ზედელაშვილი.
0
124
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0