x
image
თამილა გურაშვილი
სოსო გოგაშვილი: "...ეკლესიის ავტორიტეტის შელახვით და დისკრედიტაციით, გავნადგურდებით,.."

image

"ეხლა კი სერიოზულად. დიდი ხნის განმავლობაში, წლებია მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეკლესიის და კერძოდ პატრიარქის წინააღმდეგ. მისი დამორჩილების, დისკრედიტაციის და დასუსტების მიზნით. ყველასთვის საყოველთაოდ ცნობილია ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტი და ძალა, მისი ღვაწლი ერის წინაშე. ეკლესიის, რომელიც ჩემი აზრით არის მთავარი ფუნდამენტი ჩვენი იდენტობისა, ერის არსებობისა და სახელმწიფოებრიობისა . ათასწლეულების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო გარანტი საქართველოს სიძლიერისა, თვითმყოფადობისა, გადარჩენისა და დღევენდლამდე მოღწევისა.
ეკლესია არა მხოლოდ სახლი ქრისტესი, სადაც ვლოცულობთ და ვეზიარებით უფალს, არამედ კულტურა, იდენტობა, პატრიოტიზმი და ერთობა ერისა.
ვერ ვვარგივართ( ჩემი ჩათვლით) რადგან ჩანს, რომ გულხელდაკრეფილი ვაკვირდებით სეირს და ვერთობით. არ ვიცავთ მას, მაშინ როდესაც ყველა სხვა სახელმწიფო, მოკეთე, თუ მტერი აღიარებს და პატივს სცემს მას და როგორ სამაგალითოდ დაიცავდა სხვას, რომ ჰყავდეს ჩვენნაირი წინამძღოლი? სამიზნეც ამიტომ არის ზუსტად.
არ არსებობს ბუნებაში ის რაზეც ბინძურები და დუჟმორეულები ლაყბობენ. ისინი არიან მართულნი და ერთი დიდი გეგმის ნაწილი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. გეგმის!!
ამიტომ მე დავიწყე მოქმედება და მხილება. საკმარისია გულზე მჯიღების ცემა და დაქადნება, ვერავინ ვერ შემიშლის ხელს, ვერ გამაჩერებს, ვერანაირი ხერხებით და ათასი სიბინძურის მოსხმით, არ ეცადოთ ხელფასიანი ფარჩაკი იუზერების( ლუზერების) გამოყენება, იმიტომ, რომ რეაქცია მათდამი იქნება 0.
აი მათი პატრონების მიმართ კი ჯერ არნახულად მკაცრი და პრინციპული!
რატომ? იმიტომ რომ ეკლესიის ავტორიტეტის შელახვით და დისკრედიტაციით, გავნადგურდებით, როგორც ქვეყანა და დავიშლებით გუბერნიებად, ესაა გეგმაც, ასე რომ...
მარტო ფოტოსესიისთვის ნუ გაირჯებით, იმოქმედეთ. ჩვენი პატრიარქის და ეკლესიის დასაცავად!" - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
1
131
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
131
  
2021, 12 თებერვალი, 15:11
მდაა, რას არ ნახავს კაცი........
0 1 1