ფსიქოლოგია დეპრესიისგან თავის დაღწევის ხელოვნება 2021, 11 თებერვალი, 21:18 შესაძლოა ყოველი ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა დეპრესიულ მდგომარეობაში, მთავარია რამდენი ხნით და როგორ დააღწიო მას მარტივად . დეპრესიული მდგომარეობა შეიძლება იყოს დროებითი ან ხანგრძლივი, მნიშვნელოვანია მალევე მივხვდეთ, როცა თვალებში ჩახედავ და ეტყვი პირდაპირ : მე არ მინდა შენთან ერთად, მინდა თავისუფლება, ლაღი ცხოვრება, ლამაზი დღეებით ტკბობა, სიცოცხლის შეგრძნება, თავგადასავლები და ბევრი საინტერესო სიახლე ის ვერ გაჩერდება შენთან! პირველ რიგში საჭიროა არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, არ იფიქროთ უარყოფით თემებზე, ამბებსა თუ ისტორიებზე. ელაპარაკეთ საყვარელ, ახლობელ ადამიანებს, გაუზიარეთ თქვენი გულისტკივილი, იმუშავეთ საკუთარ თავზე, იფიქრეთ ამ წუთას, ახლა, აქ და აჟამად რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იყოთ მეტად ხალისიანი და ბედნიერი. საკუთარი თავის რწმენა ნებისმიერ ადამიანს აძლიერებს, როგორც სულიერად ასევე მორალურად . რწმენის საშუალებით ურთულესი გზაც კი ძალიან მარტივად მოგეჩვენებათ. ირწმუნეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ნუ მისცემთ ნეგატიურ ფიქრებს ბედნიერი წუთები წაგართვათ. 67 1-ს მოსწონს
|