სხვა სუკულენტის მოვლის საიდუმლო სახლის პირობებში 2021, 11 თებერვალი, 21:14 სუკულენტი-ტროპიკული მცენარეა, რომელსაც სჭირდება კარგი განათება, შესაბამისი გარემო და ასევე წყლის სწორი მიწოდება. რა მნიშვნელოვანი რჩევებია საჭირო იმისთვის, რომ სუკულენტმა სახლის პირობებში იარსებოს: 1) განათება- განათავსეთ ყველაზე განათებულ მზიან ადგილას . 2) ნიადაგი- შეარჩიეთ ნიადაგი რაც უშუალოდ სუკულენტისთვის გამოდგება, შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარეთა მაღაზიებში. მიწა უნდა იყოს ქვიშანარევი, ასევე წყლის ადვილად გამტარი. 3) მორწყვა- წელიწადის დროების მიხედვით იცვლება მორწყვის სიხშირე, რაც უფრო ცხელა მით უფრო ხშირად ირწყვება. ზაფხულში მაგ. 2-3 დღეში ერთხელ ან ყოველდღე. ნიადაგის შემოწმებით მიხვდებით თუ როდის უნდა მორწყათ. ზამთარში უფრო ნაკლები სიხშირით ირწყვება. მოსწონს წყლით დანამვა. წყალი არ უნდა იყოს ხისტი, უმჯობესია ნადგამი, წვიმის წყალი, გადადუღებული. 4) გარემო- უპრეტენზიო მცენარეა, შეგიძლიათ სუკულენტის სხვადასხვა სახეობა მოათავსოთ ერთ ქოთანში. ქოთანი არ უნდა იყოს არც ძალიან პატარა, არც ძალიან დიდი, უმჯობესია პროპორციული ზომის. 5) უნარები- საკმაოდ ბრძოლისუნარიანი მცენარეა, მარტივად არ ნებდება, ცდილობს მდგომარეობის შენარჩუნებას რთულ პირობებშიც კი, რაც უფრო უკეთეს გარემოს შესთავაზებთ მით უფრო გაგახარებთ. 59 1-ს მოსწონს
|