x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
რა იცით ვალენტინობის შესახებ? დღესასწაულის ისტორია და ფაქტები



შეყვარებულების დღე, დღესასწაულის ისტორია


ითვლება, რომ ვალენტინობის დღე 16 საუკუნეზე მეტია არსებობს, მაგრამ სიყვარულის დღესასწაულები ცნობილი იყო კიდევ უფრო ადრეული დროიდან - ძველი წარმართული კულტურების დროიდან. მაგალითად, ძველ რომში რომაელები თებერვლის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ ეროტიზმის ფესტივალს სახელად Lupercalia, მას ქალღმერთ Juno Februata-ს საპატივცემულოდ აწყობდნენ.image



ვინ იყო ვალენტინი?


სამწუხაროდ, წმინდა ვალენტინის შესახებ დოკუმენტებით დადასტურებული მონაცემები ჩვენს დრომდე არ შემორჩა. ის შეიძლება იყოს რომის მოწამე - ქრისტიანი მღვდელი, ან გულუხვი ქველმოქმედი, რომელმაც უზარმაზარი თანხები შესწირა ეკლესიების მშენებლობისთვის.

ყველაზე ლამაზი ლეგენდა წმიდა ვალენტინის შესახებ, რომელიც მონათხრობიდან შემორჩა, ამბობს: რომის იმპერიის იმპერატორ კლაუდიუს II– ის დროს - დაახლოებით 269 წელს - იმპერატორის არმიას სამხედრო ლაშქრობებისთვის მებრძოლები არ ჰყოფნიდა. ამიტომ, იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა მამაკაცი ჯარში უნდა გაეწვიათ. ქორწინებაც არ შველოდა გაწვევას, იმპერატორის ბრძანებით ხომ ლეგიონერებს ეკრძალებოდათ დაქორწინება. იმ დროს რომში ცხოვრობდა ახალგაზრდა მღვდელი და გამოცდილი მკურნალი ვალენტინი, რომელიც თავის წამალებში ამატებდა ღვინოს, რძეს და თაფლს. ციხისკაცმა, რომელსაც ბრმა ქალიშვილი ჰყავდა, შეიტყო მისი სამედიცინო უნარების შესახებ. ვალენტინს არ ეგონა, რომ გოგონას მკურნალობა სშეძლებდა, თუმცა მაინც ლოცულობდა მისთვის და წამლებს ამზადებდა. რაც უფრო მეტად შრომობდა, მით უფრო უყვარდებოდა ბრმა გოგონა. იმის გამო, რომ საკუთარი შეყვარებულის დახმარება არ შეეძლო, ის ფარულად ეხმარებოდა შეყვარებულებს და იმპერატოის ბრძანების მიუხედავად, ჩუმად აქორწინებდა მათ ტაძარში. ამის გამო ვალნტინი დაიჭირეს, ციხესი ჩასვეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სიკვდილამდე 1 დღით ადრე, მან თავის შეყვარებულს მისწერა “მაპატიე, შენი ვალენტინი". წერილი შაფრანს შემოახვია და ისე გაუგზავნა. და მოხდა სასწაული. ბრმა გოგონამ სიტყვები წაიკითხა და ყვავილიც დაინახა როგორც ჩანს, სწორედ აქედან დაიწყო შეყვარებულებისთვის წერილების “ვალენტინების" მიწერაც.image



როდის გამოჩნდა ვალენტინობის დღესასწაული?



დღესასწაულის - ვალენტინობის დღის ფესვები წარმართულია. ზოგიერთ რეგიონში 14 თებერვლის დღეს ფრინველთა ქორწილის დღეს უწოდებდნენ, რადგან ამ დროს ჩიტები წყვილდებოდნენ და ბუდეების აშენებდნენ.

496 წელს რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღედ შერაცხა.

XVII საუკუნეში საფრანგეთში ისტორიკოსმა ტილემონმა, მოგვიანებით კი XVIII საუკუნეში ინგლისში წამოაყენეს ვარაუდი, რომ პაპმა ვალენტინობის დღე წარმართული დღესასწაულების გადასაფარად შემოიღო. დასავლეთ ევროპაში ვალენტინობის დღე ფართოდ აღინიშნება მე -13 საუკუნიდან, შეერთებულ შტატებში კი 1777 წლიდან.




0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0