x
image
თუთიკო ბერძენა
საქართველოში შემდგარ გენიოსად რომ გაღიარონ, დააკმაყოფილე 3 პირობა:

image
ქართველებს უნდათ გენიოსი, მაგრამ დამშეული აკაკი, ხართან ერთად გუთანში შებმული ვაჟა, მოშიმშილე, ღარიბი, მაგრამ უპატიოსნესი ექვთიმე– ტონა ოქროს მცველი, უფულო და მშიერი, მაგრამ საოცარი გალაკტიონი, უდიდესი, მაგრამ ასევე უღატაკესი ფიროსმანი, სერაფიმებთან მოსაუბრე, მაგრამ მათხოვრად ქცეული გრანელი...დიდი მეცნიერი, მაგრამ მისივე დაფუძნებული უნივერსიტეტიდან გამოძევებული ჯავახიშვილი ..საკუთარი ცხოვრების ვერ ამწყობი, მაგრამ ერსშეწირული კოსტავა..სიცოცხლეში ბევრისთვის უცნობი და სიკვდილის შემდეგ გაგენიალურებული ბაჩანა ბრეგვაძე.. ხუმრობა იქით იყოს და ფიროსმანს ბედი არც სიცოცხლეში და არც სიკვდილში არ ჰქონია საცოდავს. სანამ ცოცხალი იყო, პითონივით ახრჩობდა სიღატაკე, გარდაცვლილი საქართველომ ერთლარიან კუპიურაზე დაახატა (მეტი ვერც მკვდრისთვის გაიმეტა) და ის ერთლარიანიც ბოლოს ფიროსმანივით უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა... ასე რომ, ფული ვერც ცოცხალმა გაიჩერა ჯიბეში და ვერც მკვდარმა, ეტყობა „იმუნიტეტით ვერ შეეწყო" . რას ვიზამთ, ასეა.

საქართველოში შემდგარ გენიოსად რომ აღიარონ ვინმე, ზენიჭიერებასთან ერთად ორ ძირითად პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: ფული უნდა სძულდეს და უნდა, თუ არა, აუცილებლად მოკვდეს. მერე ჩვენზე იყოს ცრემლები, პატივისცემა და ტიტულების თოვა, მერე უკვდავებაც მოვა...



მესამე პირობასაც დავამატებდი - ლობისტი უნდა ჰავდეს.


ტატო გაიხსენეთ. სულ ვერაფერს გავიგებდით მისი გენიოსობის შესახებ, რომ არა ილია... ეგებ და კიდევ გვყვანან ტატოები, რომელთა გენიალურობამ დღის შუქზე გამოღწევა ვერ მოახერხა იმის გამო, რომ არ მოხვდა ილიას მსგავსი ჭკვიანი და თვითონ გენიალური კაცის ხელში და სადღაც, რომელიღაც დარკილული მაგიდის უჯრაში დაიჩრჩილა ან სულაც შთამომავლობამ, რომელშიც გენეტიკამ დაისვენა, ბუხარში ცეცხლის შესაკეთებლად გამოიყენა.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0