აჭარაში, კერძოდ ბათუმში, აბაშიძის დროს, ხელვაჩაურის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ჭაობი იყო და "ბაბუ" მოსახლეობას აფრთხილებდა მაქეთ არ წახვიდეთ, დაიხრჩობითო. ბაბუ წავიდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულია. ხელვაჩაურში, მეჭინისწყალზე გადეს საცალფეხო ხიდი, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგადად, აჭარაში მშენებლობის ბუმია, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ზედაპირულად და ყოველდღიური გასაჭირი დღევანდელი მოსახლეობის მუდმივი საფიქრალია.