x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პატრიკმა სიმსივნე დაამარცხა - „სასწრაფო ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო რომ არ მოვმკვდარიყავი“
image


კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ მესამე სეზონის ერთ-ერთ მონაწილეს პაატა ჭონიაშვილს (პატრიკს) სიმსივნე დაუდგინეს. ამის შესახებ მან პირველად მერიკო კარტოზიას გადაცემაში „სიკეთე გადამდებია“ ისაუბრა. უცნაური კონკურსანტი თავისი იუმორითა და განსაკუთრებული იმიჯით მაყურებელს მალევე დაამახსოვრდა და სოციალურ ქსელებს მისი ვიდეო ნაწყვეტები ვირუსულად მოედო.

პატრიკი იმ მომენტს იხსენებს, როცა ამ დიაგნოზის შესახებ შეიტყო.

.


„ერთ ჩვეულებრივ დღეს გავიღვიძე და ბალიში სულ წითელი მხვდება. ეს იყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ. ყურადღება არ მიმიქცევია, ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევს. ვიცოდი, რომ მერე წამიყვანდნენ და მეზარებოდა. ყურიდან ყოველ დილით გამონადენი მქონდა. სადღაც ორი-სამი კვირა არ ვთქვი არავისთან, მეგონა რომ თავისით გაქრებოდა. როცა მივხვდი, რომ ცალ ყურში სმენა საერთოდ აღარ მქონდა მერე შემეშინდა.

.

ბოლოს ისე მოხდა, რომ ვერც ერთმა ექიმმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. წავედით ცნობილ ექიმთან, შოთა ჯაფარიძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ეს იყო სიმსივნე და ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო ძალიან სწრაფად. ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო რათა არ მოვმკვდარიყავი, ეს დაავადება მილიონ ადამიანში ერთს ემართება. ძალიან რთული იყო.

,

დღემდე მახსოვს დედაჩემის და მამიდაჩემის სახეები. როცა სახლში წამოვედით, რაღაცეებს ვუყურებდი მანქანიდან და მეგონა ბოლოჯერ ვხედავდი. ეს არავისთვის მომიყოლია.

,

მადლობას ვუხდი სამყაროს, ღმერთს, რომ მე მყავს მაგარი ოჯახის წევრები. ახლა ვიცი, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წანაზარდი, რომელიც თუ გაიზრდება [სადღაც, 80% არსებობს ამის] ისევ უნდა გავიკეთო ოპერაცია“, – თქვა პაატა ჭონიაშვილმა.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0